ელის უოკერი - იისფერი | აკრძალული წინგების თარო

ძვირფასო ღმერთო, დღეს იმან მიმბეგვა. იმიტო, რო ბიჭს ეკლესიაში თვალი ჩაუპაჭუნეო, მითხრა. ალბათ თვალში უ ჩამივარდა რამე, თვარა ისე თვალი არავისთვის არ ჩამიპაჭუნებია. კაცებს საერთოთ არ ვუყურებ. ამას ნამდვილს ვამბობ. მე ქალებს ვუყურებ, იმიტო, რო ქალების არ მეშინია. 

***

როცა გარბიხარ, ჭკუა-გონება გჭირდება.

***

არ ვიცი რანაირად ვიბრძოლო. მარტო ის ვიცი, რანაირად ვიცხოვრო, რო ცოცხალი დავრჩე.

***

სანამ ღმერთს ველაპარაკები, ვიღაცა მყავს გვერდით. 

***

ღმერთს მახინჯები არ უყვარს, ამბოფს.
არც ლამაზებს წყალობს, მაინცდამაინც. ვპასუხოფ.

***

იშვიათი ქალი თუ იგუებს თავის სახლში ქმრის ბოზს.

***

ცხოვრება არ მთავრდება, სახლიდან თუ წახვალ.

***

ძაან ბევრია მოსაკლავ. თავიდანვე რაოდენობით ჩვენზე მეტი არიან. მარა ერთი-ორის გაგორება კი შეიძლება, ხან აგერ, ხან ეგერ წლების განმავლობაში.

***

არავინ არ ხდება კარგად ვინმეს მოკვლის მერე. ყველა რაღაცნაირად ხდება.

***

ჩვენი ხალხის უბედურება რაცაა ისაა, რო ასე გონიათ მონობა გაუქმდა და თეთრებს ახლა ჩვენგან აღარაფერი აღარ უნდათო. მარა სინამდვილეში ასე არაა. რაღცა უნდა მიცე, ან ფული, ან მიწა, ან შენი ქალი, ან შენი უკანალი.

***

შვილებს ყოველთვის ჰგონიათ, სიკვდილი ჩვენ და ჩვენს მშობლებს არ შეგვეხებაო.

***

ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვხვდებით და ბევრი ჩვენი უბედურება აქედან მოდის.

***

ღმერთი ასე ძაან რო ვეხვეწებოდი მთელი ცხოვრება და ვწერდი, კაცია და იმნაირია, როგორც სხვა კაცები. უინტერესო, არამზადა, წვრილმანი.

ის მეუბნება, ჯობია, გაჩერდი, ღმერთმა არ გაგიგონოსო.

გაიგონოს მერე, ვეუბნები, იცი რას გეტყვი? გაჭირვებულ ფერადკანიან ქალებს რო უსმენდეს, ცხოვრება ამნაირი ნაგავი არ იქნებოდა.

***

მთელი ცხოვრება ფეხებზე მეკიდა, ხალხი რას ფიქრობდა ჩემზე, ვამბოფ. მარა შიგნით, საღაცა, სულში ფეხებზე არ მკიდია ღმერთი ჩემზე რას ფიქრობს. მარა ის თურმე სულ არაფერს არ ფიქრობს. ზის თავისთვის და უხარია, მე მგონია, რო ყრუა. არა, ღმერთის გარეშე ადვილი რავაა. კიდევაც რო იცოდე, რო არაა, მაინც რაღაცნაირად ცხოვრება ძნელია.

***

ცოდვილები უფრო მეტ სიამოვნებას ნახულობენ.

***

ღმერთი ეკლესიაში ოდესმე გინახია? მე არ მინახია. მე მარტო ხალხის გროვა მინახია იმედი რო აქვთ ღმერთს ვნახავთო. ღმერთი თუ ოდესმე მიგრძვნია ეკლესიაში, თან წამომიღია. მე მგონია სხვა ხალხმაც ასე ქნა. ასე მგონია ხალხი ეკლესიაში ღმერთის გასაზიარებლად დადიან, მის საპოვნელად კი არა.

***

რათ მინდა კითხვა, ისე არ ვიცი, თეთრები ფერადკანიანებს რო არ უსმენენ? წერტილი. მარტო იმდენ ხანს თუ მოგისმენენ, სანამ ფიქრობენ რისი გაკეთება უნდა გიბრძანონ.

***

ხალხს მიაჩნია, მთავარია ღმერთს ასიამოვნო, ვითომ ის ყველაზე წინ ამას აყენებდეს, მარა ამ ქვეყანაზე ყველაზე შტერიც მიხვდება, რო ის თვითონ ცდილობს ჩვენ გვასიამოვნოს.

***

ვცდილობ მოხუცი თეთრი ღმერთი თავიდან მოვიცილო, იმდენს ვფიქრობდი თურმე იმაზე, რო რაც მისი გაკეთებულია, ვეღარ ვამჩნევდი. ვერც პურის თავთავს (მაინც რამ მოაფიქრებინა მისი გაკეთება), ვერც მეწამულ ფერს (საიდან გაჩნდა ამნაირი), ვერც მინდვრის ყვავილებს. ვერაფერს ვერ ვამჩნევდი. ახლა თვალები ამეხილა და სულელად ვიგრძენი თავი.

***

ალბათ ყოველ ჩვენგანში არის იმის სურვილი, რომ ჩვენი ნაშრომი დააფასონ და დაგვაჯილდოვონ.

***

ზოგიერთ ფერადკანიანს თეთრებისა ისე ეშინია, თუ გინდა იმასაც ათქმევიებ, ბამბის საწმენდ მანქანაზე ვგიჟდებიო.

***

ვცდილობ ჩემს გულს ვასწავლო, რო, რაც მაინც არ ექნება, არც ინდომოს.

***

ყველა ხვდება რაღაცას ადრე თუ გვიან, ესაა, რომ მანამდე სიკვდილმა არ უნდა მოუსწროს.

***

ყველამ საღაციდან უნდა დავიწყოთ და ჯობია, საკუთარი თავიდან რო დავიწყოთ.

***

აფრიკელები ამბობენ, რო ადამამდე ყველა ხალხი შვი იყო. მარა ისე მოხდა, რო ვიღაცა ქალმა უფერო ბავში დაბადა (ამისთვის მაშინვე მოკლეს). ჯერ იფიქრეს რაღაცა ჭამა ალბათ იმნაირი და მისი ბრალი იქნებაო. მარა მერე სხვას კიდე ერთი ამნაირი შეეძინა, მერე კიდე სხვას. მერე ტყუპებიც წამოვიდა და ხალხმა თეთრი ჩილების და ტყუპების დახოცვა დაიწყო. ასე რო, თუ სინამდვილე გინდა, ადამი პირველი თეთრიც არ ყოფილა. უბრალოთ, პირველი თეთრი იყო, ვინც ხალხმა არ მოკლა.

***

თუ იცი, რო მტკივანი გული გაქ, მაშინ არც ისე გაფუჭებული ყოფილა, როგორც გგონია.

ეს ხო შენც იცი რანაირადაა, ამბოფს, თავს ერთ შეკითხვას უსვამ და იმ ერთს თხუთმეტი მოყვება. იმაზე დავიწყე ფიქრი, შვები რატო ვართ. კაცები და ქალები რატო ვართ. და ბოლო-ბოლო ეს ბავშვები საიდან ჩნდებიან სინამდვილეში. დიდი ხანი არ დამჭირდა, რო მივხვდი, ამ ქვეყანაზე არაფერი არ ვიცოდი. გინდა გიკითხია და გინდა არ გიკითხია შენი თავისთვის შავი რატო ხარ, ან კაცი რატო ხარ, ან ქალი რატო ხარ ან ბუჩქი რატო ხარ. ყველაფერი ერთია და არაფელი არაფელს არ ნიშნავს, თუ თავს იმას არ კითხავ, საერთოდ რატო გავჩნდი ამ ქვეყანაზეო.

ხოდა, მაგაზე რას ფიქრობ? ვეკითხები.

მე იმას ვფიქრობ, იმიტო ვართ, რო ვიფიქროთ. და გაგვიკვირდეს. და ვიკითხოთ რატო. და როგორც კი გაგიკვირდება, კითხვებს დაიწყებ მთავარ რამეებზე, პატარა რამეებს თავისთავად გებულობ. მარა მთავარ რამეებზე მაინც უფრო მეტი არ გეცოდინება, ვიდრე თავიდან. როგორც კი ყველაფრით გაკვირვება დავიწყე, სიყვარული მომემატა, ყველაფერი უფრო შემიყვარდა.

ინგლისურიდან თარგმნა - გია ბერაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში