ფარაჯანოვი!

9 იანვარი ლეგენდარული რეჟისორის - სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა. მსოფლიო კინოს საგანძურს ხელოვანმა მისი საკუთარი კინოენა შემატა. ფარაჯანოვის ნამუშევრებში კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება და ამ კუთხის კოლორიტი აისახა.


XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი  1924 წელს, თბილისში დაიბადა. ფარაჯანოვის პირველი ნამუშევარი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუპოვა - „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებია“ (1964წ.).

თბილისელი პოეტის - საიათნოვას შესახებ გადაღებულმა ფილმმა - „ბროწეულის ფერი“ საბჭოთა მთავრობის მრისხანება გამოიწვია. იმდროინდელი ჩინოვნიკების აზრით, ნამუშევარი  ნაციონალურ საკითხებს უდიერად ეხებოდა. რეჟისორი 1973 წელს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით დააკავეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  

გენიოსი რეჟისორის გათავისუფლებას მთელი მსოფლიოდან ითხოვდნენ ხელოვანები. მათ შორის იყვნენ: ფელინი, გოდარი, მარჩელო მასტროიანი და ივ სენ-ლორანი. მიუხედავად ამისა, ფარაჯანოვი ციხიდან მხოლოდ 4 წლის შემდგომ - ლუი არაგონის დახმარებით გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ ფარაჯანოვს ხელისუფლება მაინც ზღუდავდა - მას ფილმების გადაღება ეკრძალებოდა. მხოლოდ 80-იან წლებში დართეს ნება გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ . ამ ნამუშევრას მოჰყვა - „აშიკი ქერიბი“ (1988წ.) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია - „აღიარება“.

სიცოცხლის ბოლო წლებში რეჟისორი ორ ფილმზე მუშაობდა: „შუშანიკის წამება“ და „აღსარება“. ფარაჯანოვი 1990 წელს, ერევანში, სიმსივნით გარდაიცვალა.

საკუთარი პანაშვიდი სერგო ფარაჯანოვმა სიცოცხლეშივე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოაწყო. ავტომობილზე დამაგრებულ რეჟისორის სურათს, ხელოვანი მიჰყვებოდა  და გამვლელებს საკუთარი პანაშვიდის შესახებ ამცნობდა.

ოდიოზური და უცნაური, როგორც ამბობდნენ - გიჟი ფარაჯანოვი. დღეს ხელოვანის შემოქმედება  მსოფლიო კინოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში