ბლიცერატურა #3 - გიორგი კეკელიძე
ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან.
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
***
პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც მარტომ წაიკითხეთ.
ცხადია, არ მახსოვს. სავარაუდოდ, ეს ლექსების რომელიმე კრებული იყო
პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან...
ჰეკლბერი ფინი, ალუდა ქეთელაური, ემილი
წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ...
შოთა რუსათაველის „ვეფხსიტყაოსანი’’ ჰერმან მელვილის „მობი დიკი’’, თომას მანი „ჯადოსნური მთა’’ , უილიამ ფოლკნერი „აბესალო, აბესალომ’’
პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ...
სტეინბეკის კინო (ასე ჰქვია პერსონაჟს ნოველიდან ,,მარგალიტი’’). მიწიერ და მაღალ სურვილებს შორის გაჩხერილ ადამიანს, რომლის ცხოვრება სხვანაირ ლოგიკას გულისხმობს
ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით...
ბავშვობისას ვცვლიდი ხოლმე და ვაგრძელებდი. ახლა ეს ვნება აღარ მაქვს
წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ...
ყველაზე საშინელი წიგნების შინაარსიც კი დაუვიწყარია.
ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით...
კლდიაშვილის მოთხრობებს გადავიღებდი. და კიდევ: აკაკი წერეთლის ბიოგრაფიას კენ რასელის თვალით.
ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...
თუ პოეზია - გალაკტიონის - „..ქარი დასცხრა სიბობოქრის’’
თუ პროზა: გამსახურდიას „ზარები გრიგალში’’
წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს...
სერვანტესის ,,დონ კიხოტი’’.
რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას?
მარკ ტვენისას. ო’ჰენრისას. გზებზეა.
რომელი ნაწარმოების პერსონაჟი იქნებოდით და რომელი პერსონაჟი?
ჯეკ ლონდონის - მარტინ იდენი.
რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ?
ტომ სოიერის, როცა კუნძულზე გაიპარა. სრული თავისუფლების მშურს.
პირველად გამოქვეყნდა ცოდნის პორტალზე - BU.com.ge