ლევან ბერძენიშვილი ► თბილისი (კ. ნადირაძე) |

თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, მრავალი პოეტის შთაგონების წყარო იყო, მაგრამ ამავე დროს, თბილისი არის შთაგონების წყარო იმ საშინელი ტრაგედიისა, რომელიც ჩვენ დაგვემართა 1921 წელის 25 თებერვალს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაეცა.

კაცმა რომ თქვას, 25 თებერვალი საქართველოს სიკვდილის დღეა, ვინაიდან, ძლივს გაცოცხლებული, ძლივს ხელახლა დაბადებული და იმ მომენტისთვის მოწინავე ქართული საზოგადოება, რომელმაც კონსტიტუციის მიღებაც კი შეძლო, დაეცა 25 თებერვალს.


სწორედ ამ ტრაგედიამ გამოიწვია კოლაუი ნადირაძის სრულიად გამორჩეული ლექსი. ეს არის ლექსი, რომელიც იწყება ძალიან პირქუში სახით:

„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“


***
ლევან ბერძენიშვილი ► თბილისი (კოლაუ ნადირაძე) | „ლიტერატურული ქალაქები“

⭕️ “...წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

Posted by ლევან ბერძენიშვილი • ლიტერატურული ქალაქები on Monday, March 5, 2018


***


🔉ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა ►„ლიტერატურული ქალაქები“
🎙გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ვებგვერდ - http://www.Vangogen.blogspot.com/ -ზე გამოქვეყნდება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში