შოთა არველაძე - „ოლფ ფირმი“: „რეინჯერსი“ და „სელტიკი“

რა არის „რეინჯერსი?“ პირველ რიგში, უკიდეგანობა, „რეინჯერსი“ ძალიან ბევრ რამეს იტევს. ძნელია, ეს ყველაფერი მთელი სისავსით, სიტყვებით გადმოსცე.


„ოლდ ფირმში“ თამაში - „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ დიდი დაპირისპირება. აიბროქსელობა განსაკუთრებული შეგრძნებაა და იმ არაჩვეულებრივ ატმოსფეროს, რაც „რეინჯერსში“ იყო, „სელტიკთან“ დაპირისპირება კიდევ უფრო ამძაფრებდა.

„რეინჯერსის“ გულშემატკივრები მიხსნიდნენ, - რას ნიშნავს მათთვის „რეინჯერსი“, როდის იყვნენ პირველად „ოლდ ფორმზე“, და ასეთი საუბრებისას შენც ძალაუნებურად იმავე სენით ავადდები.

რაც დრო გადის, ეს ავადმყოფობა უფრო ძლიერდება, უღრმავდები ყველაფერს და უფრო გიყვარდება.


„რეინჯერსში“ ცდილობენ შეგაძულონ „სელტიკი“, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ „სელტიკი“ მეზიზღებოდა, მხოლოდ იმაში ვრწმუნდებოდი, რომ „რეინჯერსზე“ ვიყავი შეყვარებული.

წყარო: შოთა არველაძე - „გუშინ...“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში