ევგენი გეგეჭკორისა და გიორგი კვინიტაძის დუელი პარიზში

მიზეზი უცნობია, თუმცა პოლიტიკური სარჩული რომ ექნებოდა, დიდი მიხვედრა არ სჭირდება. მოსალოდნელია, რომ ყოფილმა მთავარსარდალმა ბრალი დასდო ყოფილ მთავრობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვაში და ჟორდანიელთა ღირსების დაცვა ყოფილმა მინისტრმა ითავა.

დუელში რომ გამოიწვევდა, გენერალი, ცხადია, მზადყოფნით შეხვდებოდა ამ გამოწვევას.

ალბათ უკვე სეკუნდანტებიც შეარჩიეს, იარაღის სახეობაც და შეხვედრის ადგილიც.

ეგაა, ქართველი ემიგრანტები სჯა-ბაასს გამართავდნენ ამის თაობაზე და დაადგენდნენ: საქართველოში როდესაც დავბრუდნებით, დუელიც მაშინ შესრულდესო.

დუელიანტები დათანხმდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და... მათი შერკინებაც ჩაილურის წყალს დალევდა.

როსტომ ჩხეიძე - ქართული დუელიანა
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება

თბილისი, 2011წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში