ლევან ბერძენიშვილი ► მაკონდო |

გამოგონილი სამყარო, გამოგონილი ქალაქი და პერსონაჟები ლიტერატურის არსია. არსებობს ქალაქები, რომლებიც სხვებს არ ჰგავს, განსაკუთრებულია და შესაბამისად არც ჩანს, უნდა მიაგნო, უნდა იპოვო, აღმოაჩინო.


გადმოცემის მიხედვით, თუ არაკატაკადან, ე.წ. ბანანის მხარეში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიის მიმართულებით წახვალ, ბანანის ზონასა და სიენაგას შორის არის პატარა დასახლება, სახელად მაკონდო, საიდანაც უკან ვერავინ ბრუნდება.


ზოგჯერ ქუჩაში სიარულისას იმასაც ფიქრობ, რომ რომელიმე არკადიო ან პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია შეგხვდება აუცილებლად. მაკონდოში ხომ მოხვდები და მოხვდები - ყველა გზა ხომ მაკონდოში მიდის.

მაკონდოს გამოგონებისთვის მსოფლიომ ძეგლი უნდა დაუდგას მარკესს - სისხლის აღრევის შიშმა და არასწორმა საფუძველმა შექმნა ქალაქი, რომელმაც კინაღამ იხსნა სამყარო, თუმცა საფუძველი საფუძველია და ამიტომაც იგი დაინგრევა. ამ ნაწარმოებში ყველაზე დიდი ბედნიერებაც სწორედ ის არის, რომ უბედურება მოხდა და გამოგონილი დამთავრდა.

პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ - ეს მთელი სამყაროს ისტორიაა...




🔉ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა„ლიტერატურული ქალაქები“ 
🎙გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ვებგვერდ - http://www.Vangogen.blogspot.com/ -ზე გამოქვეყნდება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში