ლევან ბერძენიშვილი ► ლამაზ-ქალაქი, კამორა, კანუდოსი |

გურამ დოჩანაშვილი ძალიან მაგარია ბევრ რამეში, მაგრამ სახელებში, მას არ არათუ ქართულ ლიტერატურაში, ალბათ მსოფლიო ლიტერატურაშიც არ ჰყავს ბადალი.


ჩვენი მწერალი დიდ ყურადღებას აქცევს სახელების მაგიას. მაგალითად, თბილისი არ ფიგურირებს არცერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში ისე, რომ ვიგრძნოთ ეს ქალაქი - თუ არა „სამოსელ პირველში“. აქ მას უბრალოდ - „ლამაზ-ქალაქი“ ჰქვია.


„ლამაზ-ქალაქი“, რომელიც თბილისისა და ქუთაისის ნიშნებს ატარებს, გაცილებით უფრო თბილისური და ქუთაისურია, ვიდრე თბილისი და ქუთაისი სინამდვილეში. დოჩანაშვილმა ეს რომანი სულ ნაცნობი ხალხით დაასახლა და თითოეული იმ ადამიანის უკან, რომელიც „ლამაზ-ქალაქში“ ცხოვრობს, კონკრეტული ისტორიული პირი დგას.

სამივე ქალაქი: „ლამაზ-ქალაქი“, „კამორა“ და „კანუდოსი“ - სამივე ერთი ადგილია, ჩვენი საქართველოა, ყველგან თბილისია. „ლამაზ-ქალაქი“ ის თბილისია, რომელსაც ვიცნობთ; „კამორა“ - ის, რომელიც არ გვინდა დავინახოთ, მაგრამ რომელშიც ვცხოვრობთ; ხოლო „კანუდოსი“ არის ის, რაც უნდა ყოფილიყო...




🔉ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა ►„ლიტერატურული ქალაქები“ 
🎙გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ვებგვერდ - http://www.Vangogen.blogspot.com/ -ზე გამოქვეყნდება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში