მიხაი ზიჩი - მე წავედი კავკასიაში...

1881 წლის 14 ივლისს მიხაი ზიჩი წერს: „მე მივემგზავრები კავკასიაში. იმ მიზნით რომ გამოვცადო და ვიპოვო ახალი წარმატება, ახალ სამყაროში სიმშვიდესთან ერთად. აქ ევროპაში მე ყველაფერი საკმარისი მქონდა! მე მხოლოდ მას შემდეგ გავიგებ ჩემი დაბრუნების სავარაუდო დროს, როდესაც ჩავალ და ვიცხოვრებ იქ. გთხოვთ, ყველა წერილი გამოგზავნოთ ტიფლისში“.

საქართველოს დედაქალაქი თბიალდ შეეგება ზიჩის. მას ხშირად პატიჟებდნენ წვეულებებზე და მიღებებზე. გარკვეულწილად ასეთი მიღება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზიჩიმ პარიზში ცხოვრების დროს ვიქტორ ჰიუგოს სახელოსნოში გაიცნო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ინტელექტუალი იოანე მეუნარგია (1852-1919), რომელმაც ფრანგულად თარგმნა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მოგვიანებით სწორედ მეუნარგიამ შთააგონა უნგრელი ფერმწერი ქართულ პოემაზე. ზიჩის და მეუნარგიას მეგობრობა უფრო გაძლიერდა მხატვრის ტფილისში ცხოვრების პერიოდში. სწორედ ამ პერიოდში, ქართული ბურჟუაზიული და ინტელექტუალი საზოგადოება იწყებდა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, მეფის რუსეთის წინააღმდეგ. თვითმმართველობის სულისკვეთებით მათ გადაწყვიტეს, საბოლოო გამოცემამდე გადაეხედათ და ჩაესწორებინათ ნამუშევარი.

ზიჩის პოპულარობა კავკასიაში განაპირობა მისმა მიდგომა, სცენაზე დაედგა ტარიელის ცოცხალი სურათები.


„ბარათაშვილის პრინცესამ მთხოვა, საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, სცენაზე დამეხატა ცოცხალი სურათები. ერთადერთი და უნიკალური ძველი ქართული პოემისა ვეფხისტყაოსანი, [...] მე გამოვფინე ათი ცოცხალი სურათი თეატრის სცენაზე, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე“. 

ცოცხალი სურათების დასადგამად ზიჩიმ საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ტანსაცმელი, იარაღი, მოდელები, და ცეკვები, როგორც ყოველთვის მან ამ დავალებასაც შესანიშნავად გაართვა თავი. ცოცხალი სურათების გამოფენის წარმატების და ტიფლისში გატარებული წლების შემდეგ, ზიჩის წილად ხვდა პატივი, შეექმნა „ვეფხისტყაოსნის“ წიგნის ილუსტრაციები. რომლებიც, დღემდე ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

„ჩემი კავკასიაში მოგზაურობის პერიოდში, მე შემიყვარდა ეს რაინდი ხალხი და მე მათ, რამდენადაც შემეძლო, დახმარების ხელი გავუწოდე და დავეხმარე პატრიოტული საქმის შექმნაში“, - წერს ზიჩი. 

მიხაი ზიჩი "რუსთაველი საკუთარ ქმნილებას თამარ მეფეს გადასცემს"
1880 წლის დასაწყისში, მან 12 დაკვეთილი ილუსტრაციის ნაცვლად, ვეფხისტყაოსნის 34 ილუსტრაცია შექმნა (კოლექცია ინახება საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში).

ზიჩიმ ნამუშევრების ორიგინალი ასლები, რომელსაც ის თავისი შექმნილ ალბომში ინახავდა. 1888 წელს, პირადად გადასცა დამკვეთებს. 34 ნამუშევრიდან აირჩა 26 საუკეთესო, რომლებიც დაიბეჭდა საიუბილეო გამოცემაში და შემდგომ უნგრულ და ქართულ გამოცემებში. წინა მინიატურულ ილუსტრაციებთან შედარებით, რომლებიც აღმოსავლური ლითოგრაფიის გავლენის ქვეშ იქმნებოდა.

ზიჩიმ, რომელიც კარგად იცნობდა გუსტავო დორეს ნამუშევრებს, აირჩია განსხვავებული მეთოდი. მან შეისწავლა პოემა და დეტალურად და ძირითადი აქცენტი სცენების დრამატულ ნაწილებზე გააკეთა. საქართველოს ისტორიის და ქართველი ხალხის ცოდნა მხატვარს დაეხმარა, თავისი ნახატებით წარედგინა რომანტიკული და ვნებიანი ისტორიები, რომლებიც წარმოადგენდნენ არამხოლოდ ლამაზი ნახატების კრებულს, არამედ შესაბამისი გარემოების გამომხატველი ხელოვნების ნიმუშებს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში