რუბენსი და მისი „ასი შვილი“ |

ავტორი: გია ბუღაძე

პეტერ პაულ რუბენსი, რომელიც არა მხოლოდ მხატვარი, არამედ დიპლომატიც იყო, ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ძალიან კარგად მიიღო, მას ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედოფალთან და White Hall-ის მოხატვის შეკვეთაც მიიღო. 

რუბენსის მისია ინგლისში ის იყო, რომ მას, ფლანდრიელ კაცს, უნდა დაერწმუნებინა მეფე ჩარლზ I, რომ არ დაეჭირა მხარი ჰოლანდიელებისთვის, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ესპანელებს.

რუბენსი მიხვდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა თავისი დიპლომატიური მისიის შესრულება, ვინაიდან ამ გეგმას ძალიან ბევრი ქვეყანა და დიპლომატი ეწინააღმდეგებოდა.

ერთადერთი, რაც ამ მოგზაურობიდან მხატვარმა მიიღო, იყო შეკვეთა ინგლისის მეფისგან. თუმცა იყო კიდევ ერთი რამ, რაც შეკვეთის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუბენსისთვის.

მან ის კათოლიკე ბავშვები, რომლებსაც თავიანთი აღმსარებლობის გამო სწავლის უფლება არ ჰქონდათ ანგლიკანურ ინგლისში, იშვილა და გემით წამოიყვანა.

რუბენსმა ასობით კათოლიკე ბავშვი იხსნა ანგლიკანური ქვეყნისგან და მისცა მათ მომავალი, რომელიც ინგლისში ვერ ექნებოდათ.

წარმომიდგენია, რუბენსი როგორ ადის გემზე, ლამაზი, მაღალი, ქერათმიანი კაცი, ბლანჟეთი, გენიალური ხელებით, გენიალური ტვინით და როგორ მიყვება მას ასობით კათოლიკე ბავშვი იმისთვის, რომ ევროპაში ისწავლონ.


გია ბუღაძე - „200 ამბავი მხატვრობაზე“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში