ტფილისის #1 ყაჩაღი - ტატო წულუკიძე |
ტატო წულუკიძე (შუაში) [ფოტო დაცულია ი. გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში] გთავაზობთ სხვადასხვა წყაროდან შეკრებილ ცნობებს ცნობილი ტფილისელი ყაჩაღისა და ავაზაკის - ტატო წულუკიძის შესახებ... კარაპეტ გრიგორიანცი - ტატო წულუკიძე [ძველი თბილისის იშვიათი ამბები] ყაჩაღი ტატო წულუკიძე იყო თაწმინდის უბნელი საკუთარი სახლ-კარის და ხეტყის ქარხნის პატრონი აზნაურის შვილი, რომელსაც ხშირად ამხანაგები ხუროშვილს ეძახდნენ. ჯერ ისევ თექვსმეტი წლის ყმაწვილი იყო, რომ რაღაც მიზეზის გამოთ გიმნაზიიდან დათხოვნილი იქმნა. ტატოს მამამ თავისი შვილი პატარა სირაჯხანაში თავის ერთ ნათესავის დუქანში მიაბარა. ტატო იმ დუქანში დიდხანს არ დარჩა. ერთ დღეს სხვის მიბარებული ვერცხლის საათი დუქნიდან მოიპარა და გაიქცა. ეს იყო იმ საშინელი შეუბრალებელი სისხლის მღვრელი ავაზაკის პირველი ქურდობა. რაღა თქმა უნდა, ამგვარ საქციელის გამოთ მშობლებმა ტატო თვალში ამოიღეს და კიდეც სამუდამოდ ოჯახს დაეთხოვა და გავარდა. შეადგინა თანა მოაზრე ბრბო და კადნიერად დაიწყო ცარცვა გლეჯა და მკვლელობა. იმის ამხანაგებიდან მარტო ორი სამის სახელი მახს...