გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ვაჟა ფშაველაზე...

ეთერ თათარაიძის მიერ ჩაწერი გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ვაჟაზე...

ჩასულა მამაი (ვაჟა-ფშაველა) ქალაქშია. სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა. გაუვლავ ჩემ ბიძასთან, სანდროსთან სტუმრადა, - ეს ხდება ვერაზე, - იქ პოეტებს უქეიფებავ. მისალმებია მამაი. იმათ გამოუხედავ, უნახავ, ეს დაბღლეძილჩოხიანი კაცი, დიდად არავის არაფერი უთქვამ მამაისთვისა. 

მამა შესულა სანდროსთანა, დაუბანავ, დაწესრიგებულა, ბიძაის ახალი ჩოხა ჩაუვამ და გამოსულა. საქმეზე მიდიოდა თურმე, რაღაც ჰქონია დასაბეჭდი. მოქეიფეებთან რომ ჩამოუვლია, ვაჟა, შემობრძანდიო, ძალით შეუყვანავ მამაი და მიუწვდავ ღვინიანი ჭიქა.

ვაჟას სადღეგრძელო უთქვამს და ჩოხის მასრებზე დაუსხამს ღვინო.

რა ჰქენიო, გაჰკვირვებიათ.

წეღან აქეთ არ გამოვიარე, რომ ვერ შემამჩნიეთ, თქვენ ახლა ამ ჩოხას დაუძახეთ და ამ ძონძებს ეცით პატივი და დაე, ღვინოც ამან დალიოსო.

გამოსულა და წამოსულა.

***

ეთერ თათარაიძე: „ერთხელ ვკითხე გულქანს, მამის სამარეზე ყოფილხარ-მეთქი?“

- მარტო შენ გეტყვი, ეთერო, - მიპასუხა, ყველას ვატყუებდი, რომ მინახავს, არადა, იმის სამარეს რა მანახებს, იქვე გავთავდები, რო წარმოვიდგენ, ძვლებიღაა დარჩენილი. ამბობენ, კლდევანშიაო. 

ჩემი შვილის სამარეც არ მინახავსო, მითხრა, დედა კი შემთხვევით ვნახე, როცა ხბოები ავლალე საძოვრად სამარებისკენ, იქ ჩემთვის ვიჯექი და თვალი გამექცა, დავიწყე კითხვა: კ-ე-კ-ე და უცებ მივხვდი, რომ დედას საფლავი იყოო.

წყარო - გაზეთი „კვირის პალიტრა“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში