მარკ ტვენი - პასუხი მომავალ მწერალს

ახალგაზრდა ავტორს - დიახ, ბატონო ჩემო, აგასისი ნამდვილად ურჩევს მწერლებს, თევზი ჭამეთო, რადგან თევზის ფოსფორი პირდაპირ მისწრებაა ტვინისათვის.

აქ თქვენ მართალი ხართ, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მე ვერაფრით დაგეხმარებით, რათა დაადგინოთ თქვენთვის აუცილებლად საჭირო თევზის მინიმალური რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, ვეჭვობ, ზუსტად განვსაზღვრო იგი, თუმცა ერთი რამ ახლაც შეიძლება ითქვას.

კერძოდ, თუ თქვენ მიერ გამოგზავნილი თხზულება ტიპური ნიმუშია, საერთოდ, თქვენი შემოქმედებისა, მაშინ, ჩემი აზრით, თქვენთვის ჯერჯერობით სრულიად საკმარისი იქნებოდა.

ასე, ერთი წყვილი ვეშაპი, მაინცდამაინც რაღაც უსაშველოდ დიდი ზომისა არ გინდათ, ჩვეულებრივი ვეშაპიც გეყოფათ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში