მარკ ტვენი პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე... |

ამოკრეფილია სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიცაა მწერლის ჩანაწერები, უბის წიგნაკები, უცხოური ქრესტომათიები და ა.შ.

***

რა არის სენატორი? სენატორი არის ადამიანი, რომელიც დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როცა ციხეში უნდა იჯდეს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ზის და სახელმწიფოებრივ კანონებს წერს.

***

რა არის საარჩევნო ბიულეტენი? საქონლის ერთადერთი სახე, რომლითაც ჩვენში უპროცენტოდ ვაჭრობენ.

***

რწყილიც კი შეიძლება ისე გაწვრთნა, რომ გააკეთებინო ყველაფერი, რასაც კონგრესი წევრები აკეთებენ.

***

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს რომ წამოაძახებენ ხოლმე მექრთამეობას და მისთანებს, როცა ხელისუფლების სათავეში იდგნენ, იმ მგელს ჰგვანან, რომელმაც მწყემსების ქოხში შეიხედა, ნახა რომ ისინი არხეინად შეექცეოდნენ ბატკნის ხორცს და თქვა:

- ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ რომ ამას სჩადით, ვითომ არაფერი, მაგრამ აბა მე ჩამედინა ეს, მაშინ რა ამბავს ატეხდით.

***

ციფრებითა და ფაქტებით ძნელი როდია დაამტკიცო: არ არსებობს ბოროტმოქმედთა რაღაც განსაკუთრებული მოდგმა, გარდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებისა.

***

მკითხველო, წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ იდიოტი ხართ, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამერიკის კონგრესის წევრი... თუმცა რა, ეს ხომ გამეორება გამომივიდა.

***

აშშ-ის მთავრობის სხდომიდან:

- დაიხოცა ორასი ინდიელი.
- რამდენი დაიხარჯა ამაზე?
- ორი მილიონი დოლარი.
- ამ ფულით შეიძლებოდა მათთვის უმაღლესი განათლება მიგვეცა.

***

ჩემი აზრით, ჩვენი კანონმდებლობის საქმე უკეთესად იქნებოდა, თუკი დედაქალაქს, სადაც ჩამოჰყავთ ეს გაბღენძილი პროვინციელი ვირები, გადავიტანდით ნიუ-იორკში. კონგრესი საერთოდ დიდ ქალაქში უნდა იკრიბებოდეს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში