ნიკო ფიროსმანის ნახატი 2 230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა |

ნიკო ფიროსმანი - „ქართველი ქალი ლეჩაქით“
ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბის აუქციონზე - 2 230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს აუქციონებზე გაყიდული ფიროსმანის ნამუშვრების ყველაზე მაღალი ფასია.

შეგახსენებთ, რომ ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 ფუნტი სტერლინგი იყო.

ნამუშევარი ცნობილი ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის კოლექციაში ინახებოდა. მწერალმა ნახატი 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობისას შეიძინა და ის 1934 წლამდე ზალცბურგში, მის სახლში ეკიდა. მწერლის გარდაცვალების შემდგომ, 1953 წელს, მისმა მეუღლემ ფიროსმანის ნამუშევარი ამერიკელ მთარგმნელს - ჰარი ზონს აჩუქა; ზონმა კი ნახატი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც „ქართველი ქალი ლეჩაქით“ 1981 წლიდან მოყოლებული, შტეფან ცვაიგის ოთახში ეკიდა.

„ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბის აუქციონის რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მითითებული იყო, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატის რუსულ მხატვრობის სექციაში მოხვედრა იმან განაპირობა, რომ სოტბის ქართული სექცია არ აქვს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში