პრეისტორიული მხატვრობის სათავეებთან |

ბიზონი - ძვ.წ. 16 000-14 000 წწ, ალტამირას გამოქვაბული, ესპანეთი 
„მამას ნახატებზე მივუთითე, მაგრამ მან მხოლოდ გაიცინა. თუმცა, მალე ამ მოხატულობით უფრო და უფრო დაინტერესდა... ბოლოს ისე აღელდა, ლაპარაკიც კი უჭირდა“, - მარია დე სოტუოლა, ადგილობრივი მემამულის, მარსელინო დე სოტუოლას ქალიშვილი, ალტამირას გამოქვებულის ნახატების აღმოჩენისას, 1923 წ. 

შოკისმომგვრელი აღმოჩენა

1994 წლის ოქტომბერში მღვიმეების სამი მკვლევარი საფრანგეთის არდეშის ველზე მდებარე მღვიმეებს ათვალიერებდა და უეცრად მოხატული დარბაზების მთელ სერიას გადააწყდა. არქეოლოგების განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რადიოაქტიური ნახშირბადით ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ეს მოხატულობა ბევრად ძველი იყო, ვიდრე მანამდე აღმოჩენილი ნიმუშები. ყველაზე ძველები ძვ.წ. 30 000 წლით დათარიღდა, ხოლო მეორადი სამოსახლო პერიოდისანი - დაახლოებით ძვ. წ. 25 000 წლით.

მღვიმეს ერთ-ერთ სპელეოლოგს, ჟან-მარი შოვეს სახელი ეწოდა, ხოლო პარტნიორების, ელიტ ბრიუნელის და კრისტიან ჰილერის სახელებით ცალკეული დარბაზები მოინათლა.

შოვეს მღვიმის აღმოჩენამ სწავლულები აიძულა, გადაეხედათ საკუთარი მოსაზრებებისათვის ორინიაკის პერიოდსა და გამოქვაბულში დახატული სურათების დანიშნულებაზე. იქ გამოსახული ცხოველები სხვა, უფრო გვიანდელი პერიოდსა და გამოქვაბულში დახატული სურათების დანიშნულებაზე. იქ გამოსახული ცხოველები სხვა, უფრო გვიანდელი პერიოდის გამოქვაბულებში დახატული ცხოველებისგან განსხვავდებოდნენ - უწყინარი, ბალახისმჭამელი ცხოველების გვერდით ისეთი საშიში მხეცებით დაეხატათ, რომლებზეც ჩვეულებრივ ადამიანები არ ნადირობდნენ: დათვები, ლომები და ბეწვიანი მარტორქები.

ამან თავის მხრივ საეჭვო გახადა მოსაზრება, თითქოს სურათები ნადირობის წარმატებულად ჩატარების მიზნით იქმნებოდა.

***

ისტორიკოსები დიდხანს იყვნენ სკეპტიკურად განწყობილნი იმ მოსაზრების მიმართ, თითქოს გამოქვაბულის მხატვრობა ზედმიწევნით ზუსტად ასახავდა მონადირე-შემგროვებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას. რაც უფრო გაიზარდა აღმოჩენილ და შესწავლილ ნიმუშთა რიცხვი, მით უფრო გულდასმით დაიწყეს ყველა სიმბოლოსა თუ უჩვეულო პოზის გაანალიზება მათი საბოლოო დანიშნულების ამოსაკითხად. თანდათან სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ კედლის მომხატველები საკუთარი საზოგადოების რიტუალური ქმედებებისა და რწმენის ზეგავლენას განიცდიდნენ.

ხელის ტრაფარეტიანი პანო - ძვ.წ. 30 000 წ, შოვეს მღვიმე, საფრანგეთი
სიმბოლური გამოსახულებები მრავალ გამოქვაბულში აღმოაჩინეს. განსაკუთრებით ხშირია ხელის გამოსახულება, რომელიც ხან ხელის ან ხელისგულის უბრალო ანაბეჭდს წააგავს, ხანაც - ტრაფარეტით შექმნილ ნახატს. ხშირად ეს გამოსახულებები ცხოველის გამოსახულებასთანაა კომბინირებული. 

ხელის ტრაფარეტიანი პანო (ძვ.წ. 30 000 წ.) შოვეს მღვიმის სიღრმეშია. ვალო-პონ-დ’არკის მახლობლად, საფრანგეთი

წითელი ოქრა (ჟანგმიწა) ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პიგმენტია მოხატულ გამოქვაბულებში. ჩანს, ამ მასალას უფრო ღრმა სიმბოლური დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან იგი ცხედრების გაპატიოსნებისას და საფლავებისა თუ საკულტო ცხოველების სკულპტურების მოსახატადაც გამოიყენებოდა. 

პიმბას ტომის ქალები ჟანგმიწამს ფქვავენ, რათა შემდგომ კარაქს, ნაცარსა და სურნელოვან ფისს შეურიონ და კანის დამცავი ბალზამი დაამზადონ.

ჩიტისთვა კაცი - ძვ.წ. 15 000 – 13 000 წწ, ლასკოს შუბისტარის მღვიმე, საფრანგეთი
შამანური რიტუალები გამოქვაბულის ბევრ სურათზე იკითხება. ეს უცნაური კომპოზიცია, რომელსაც პალეოლითის ხანის მხატვრობაში ანალოგი არ მოეპოვება, ასახავს მიცვალებულ ანდა ტრანში ჩავარდნილ „ჩიტ-კაცას“, რომლის გვერდით ჩიტის გამოსახულებიანი წაწვეტებული საგანი მოჩანს.

ჩიტისთვა კაცი (ძვ.წ. 15 000 – 13 000 წწ.) ლასკოს შუბისტარის სახელით ცნობილ ძნელად მისადგომ მღვიმეშია გამოსახული; მონტინიაკის მახლობლად, საფრანგეთი

მოკუნტული ბიზონი - ძვ.წ. 16 000 წ, ალტამირას გამოქვაბული, ესპანეთი
უჩვეულო პოზაში გამოსახული ცხოველები არქეოლოგებს დიდ თავსატეხს უჩენენ. გავრცელებული აზრით, ამ სურათზე თავისივე შარდის გუბეში მოგორავე ბიზონია ასახული, რომელიც „ტერიტორიის მოზომვას“ ცდილობს. თუმცა, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ბიზონის სიკვდილის, ძილის ან მშობიარობის სცენაა.

მოკუნტული ბიზონი (ძვ.წ. 16 000 წ.), გამოსახული ალტამირას გამოქვაბულის ჭერზე; სანტილანა დელ მარის მახლობლად, ესპანეთი

***

ბიზონი

ძვ.წ. 16 000-14 000 წწ, ალტამირას გამოქვაბული, სანტილანა დელ მარის მახლობლად, ესპანეთი
ალტამირას გამოქვაბულის გასაოცარი მოხატულობა 1879 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ინფორმაცია ამის შესახებ 1880 წელს გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ოცი წელი დასჭირდა იმის დამტკიცებას, რომ ისინი ჭეშმარიტად პალეოლითის ხანის ფერწერის ნიმუშები იყო. 

თავდაპირველად ექსპერტებმა ალტამირას გამოსახულებები ჩვეულებრივ, თანამედროვე, გაყალბებულ მხატვრებად მიიჩნიეს და ამის საფუძვლად სიძველისათვის შეუფერებელ ფერთა სიმკვეთრესა და ხატვის დახვეწილ ტექნიკას ასახელებდნენ. მათ ასეთი ურწმუნოება სავსებით გასაგებია - ამ გასაოცარი ბიზონის გამოსახულება შავი კონტურული ნახატებით იყო შესრულებული და შემდეგ დაფერფლილი, შუქ-ჩრდილის ეფექტი ალაგ-ალაგ საღებავის ამოფხეკით იყო შექმნილი, ხოლო მკვეთრი დეტალები - თვალები, რქები და ჩლიქები - გრავირებით ხაზგასმული.

წყარო - მხატვრობა - ილუსტრირებული ისტორია

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში