ჯ.რ.რ. ტოლკინს რასიზმსა და ორკების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ |

„დიდი წყვდიადის ქვეშ შობილი ორკები, ბოროტი არსებები მზის შუქს ვერ იტანენ, აი, სარუმანის ორკები კი, მიუხედავად უდიდესი სიძულვილისა, დღის სინათლეს მაინც უძლებენ. ნეტავ რა იჯადოქრა სარუმანმა? ადამიანები გადააგვარა თუ ორკები და ადამიანები შეაჯვარა?“

„ტროლები მხოლოდ დიდ წყვდიადში საუკუნო მეტოქის მიერ ენტებთან დასაპირისპირებლად შექმნილი არსებებია, ისევე, როგორც ორკები - ელფებთან.“


სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი ენდი დუნკანი აცხადებს, რომ ჯ.რ.რ. ტოლკინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების - „ბეჭდების მბრძანებლის“ სერია რასისტულია, რადგან ნაწარმოებში ორკების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის არაერთ ფაქტს ვხვდებით. 

დუნკანის განცხადებით, ტოლკინი ორკებს აღწერს როგორც „არასრულფასოვან, სხვა ბოროტ ქმნილებებზე უარეს არსებებს“.


„ბეჭდების მბრძანებლის“ სერიაში ორკები მახინჯი, მკვლელობის წყურვილი აღსავსე არსებები არიან და ბნელ მბრძანებელს, საურონს ემორჩილებიან.

„ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელში“ შეუძლებელია გამოგრჩეთ განმეორებითი ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი რასა სხვებზე უარესია...“, - აღნიშნავს დუნკანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მან პარალელი დღევანდელობასთანაც გაავლო და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო გააკრიტიკა:

„გაცილებით უფრო ადვილია ადამიანების დემონიზება და კედლების აშენება, ვიდრე იმ ლტოლვილების გაგება, ვინც აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთას კანონიერად, თუ უკანონოდ ცდილობს“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდსაც ტოლკინს რასიზმში ადანაშაულებენ. 2003 წელს, ინგლისელ მწერალს ანალოგიური ბრალდება დოქტორმა შტეფან შაპირომაც წაუყენა, რომელიც აცხადებდა:


„კარგი ბიჭები ტოლკინთან თეთრები არიან, ცუდები კი - შავი, არამიმზიდველი და ფსიქოლოგიურად განვითარებული ურდო.“

შაპიროს სხვა ექსპერტები გამოეხმაურნენ, მათ შორის იყო ტოლკინის საზოგადოება; მათი განცხადებით მწერალს რასიზმი სძულდა [1930-40-იან წლებში ტოლკინი მკაცრად აკრიტიკებდა ნაცისტური გერმანიის რეჟიმს].

წყარო - dailymail.co.uk

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში