Posts

Showing posts from April, 2019

ჟორჟ ბრასენსი - ცუდი რეპუტაცია

Image
სოფელში, ბედმა დამცინა – მაქვს ცუდი რეპუტაცია. გინდ ვდუმდე, გინდა ვღელავდე, ლაფში მავლებენ ყელამდე! არვის ვაწუხებ თუმცა მე ამით, თუკი მცირედიც მყოფნის მიამიტს, მაგრამ ხალხს აღიზიანებს, მათ აზრს რომ არ იზიარებ. ყველას ცუდის თქმა სწადია, მუნჯების გარდა, ცხადია. აღლუმის დილას, უწინამც ლოგინში ვრჩები უწყინრად. არ მსიამოვნებს, სახელდობრ, მწყობრი მუსიკა სამხედრო. არვის ვაწუხებ თუმცა მე ამით, ბუკ-დაფდაფები რომ არ მეამა, მაგრამ ხალხს აღიზიანებს, მათ აზრს რომ არ იზიარებ. თითის დაქნევა სწადიათ. უხელოთ გარდა, ცხადია. ქურდს თუ მისდევენ ბაღნარში, მდევარს დავხვდები დაღმართში, ხელს ვკრავ და, რაღა დავმალო, ზღართანს მოადენს საბრალო. თუმცა მე ამით არვის ვაწუხებ, ვაშლის ქურდი თუ დავხსენ მარწუხებს, მაგრამ ხალხს აღიზიანებს, მათ აზრს რომ არ იზიარებ. გადამიარონ სწადიათ. უფეხოთ გარდა, ცხადია. იერემიას გარეშეც ვიცი, რაც მელის ხვალეში – თუკი დაგრიხეს ბაწარი, კისერზე შემომაწნავენ. თუმც ამით არვის აკლდება გროში, თუკი ჩემი ...

ვერონეზე - ქორწილი კანაში |

Image
1563 წ. 667 X 994 სმ როდესაც ამ ტილოს ქმნიდა, ვერონეზე ვენეციის ბენედიქტელთა მონასტრის, სან ჯორჯო მაჯორეს, ბერების გულის მოგებაზეც ფიქრობდა, რომელთაც ტრაპეზის დროს შეეძლოთ, იქ გამოსახულ პერსონაჟებში მათი თანამედროვე ცნობილი ვენეციელების ამოცნობით შეექციათ თავი.  მხატვარმა, უკვე ნაცადი ხერხით, მოვლენისათვის სიცოცხლის მისანიჭებლად, სცენაში იმ დროის ცნობილ პიროვნებათა პორტრეტები მართლაც შეიტანა. მნახველისათვის კიდევ უფრო ახლობელი რომ გაეხადა, ვერონეზემ გრანდიოზული თეატრალური წარმოდგენა შექმნა, სადაც კოლონადებით, კიბეებითა და ბალუსტრადებით უხვ დეკორაციაში პერსონაჟები დაანაწილა; საბოლოოდ, მართლაც ვხედავთ მრავალპლანიან დარბაზს, ავანსცენითა და მეორე, ზედა სცენაზე ასასვლელი ორი კიბით. იმავდროულად, მან დიდი ყურადღება დაუთმო პერსონაჟთა ჩაცმულობას, ისე, რომ უმცირესი დეტალებიც კი დაამუშავა და დახვეწილი დეკორაციებით შეამკო. ამ და სხვა, თუნდაც ისეთი უმნიშვნელო წვრილმანის მიმართ ყურადღება, როგორიცაა ბარელიეფები და ლარნაკების მოხატულობები, წარმოაჩენს დიდი და ნატიფი დეკორატორის გემოვნე...