მარიო ვარგას ლიოსა - ცუდი გოგოს ოინები
ცუდი გოგოს ოინები დიდი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია. მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს.
რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი, სადაც ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს ამ ქალაქებში მომხდარი უჩვეულო მოვლენები და რომანის გმირების არაორდინარული ურთიერთობა.
ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა ბოლომდე არღვევს რომანტიკული სიყვარულის ყველა ნაცად კლიშეს, გამოცდილებას და მკითხველს კიდევ ერთხელ აყენებს სამყაროსავით ძველი და მარადიული კითხვის წინაშე: „როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?“
***
ყველანი, ვინც პარიზში ცხოვრობენ, მიისწრაფიან იყვნენ მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, თეატრის დირექტორები, სადოქტორო დაიცვან ან რევოლუციაში მიიღონ მონაწილეობა.
***
ყველა სამხრეთამერიკელი პარიზში დიდი საქმეების გასაკეთებლად მოდის.
***
ფული თავდაჯერებას გმატებს, გიცავს, შესაძლებლობას გაძლევს, ბოლომდე დატკბე ცხოვრებით ზრუნვის გარეშე. ეს ერთადერთი ბედნიერებაა, რომელსაც შეგიძლია ხელით შეეხო.
***
ინგლისელი ექიმები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, თუნდაც საშინელს.
***
ამ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება ისე, როგორც ჩემნაირი არარაობები გეგმავენ.
***
არაფერი აცოცხლებს სიყვარულს ისე, როგორც კამათი.
***
ყველამ, ვინც ცხოვრების დიდ ნაწილს რეალობის გასაუქმებლად, საკუთარ ფანტაზიებში გამომწყვდეულნი ატარებენ, იციან და არც იციან, რას აკეთებენ.
***
როდესაც მავანი თვითმკვლელობას განიზრახავს, ასრულებს კიდეც და არ არსებობს მაწანწალა, რომელიც ხელს შეგიშლის.
ესპანურიდან თარგმნა - ლანა კალანდიამ