პორტრეტი - პოლ სეზანი
„არასრულფასოვანი ხელოვნება“, „ნიჭიერებას მოკლებული ოსტატობა“, „დაუმთავრებელი მხატვარი“ - მთელი ეს ლეგენდა, რომელიც ზოლამ, დიურანტიმ და მათმა წრემ გამოიგონა, დიდხანს აბრკოლებდა სეზანის ხელოვნების გაგებას.
***
„მე უკვე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ვარ იმათ შორის, ვინც გარს მახვევია“ (1874).
„ცოცხალ ფერმწერთა შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი მხატვარი - ეს მე ვარ“.
„ყოველ კანონპროექტში ორი ათასი პოლიტიკანი მაინც მონაწილეობს, მაშინ როდესაც სეზანი მხოლოდ ერთხელ იბადება ორას წელიწადში“.
მაგრამ ეს მხოლოდ უეცარი აფეთქებები იყო, რომლებიც სწრაფადვე ქრებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში სეზანის მორალურ დასაყრდენს მხოლოდ ახალგაზრდა მხატვრების აღტაცება და თავისი საქმე წარმოადგენდა - დაძაბული, სასტიკი შემართება, რითაც მხატვარი ბრძოლაში იწვევდა როგორც საყოველთაო უგულებელყოფას, ისე საკუთარ ეჭვებს.
***
1866 წელს სეზანი ზოლას სწერდა:
„ყველა სურათი, რომელიც შენობაშია გაკეთებული, სახელოსნოს კედლებს შორის, ოდნავადაც კი ვერ შეედრება იმ სურათებს, რომლებიც ღია ცის ქვეშაა შესრულებული... საჭიროა, რომ მეც გავბედო და შევუდგე მხოლოდ ცის ქვეშ ხატვას“.
ცნობილია აგრეთვე, რომ სწორედ სეზანმა უკარნახა ზოლას ის იდეები, რომლებითაც იგი მანეს, მონესა და პისაროს დასაცავად გამოვიდა.
***
„ყოველთვის, როდესაც სეზანი რომელიმე თავის მეგობარს ხატავს, ასე გგონია, თითქოს შურს იძიებს რომელიღაც ფარული შეურაცხყოფისთვისო“.
ძნელია უკეთესი კომენტარის პოვნა იმ დაუოკებელი ენერგიისა და მხატვრული შეზღუდულობის გადმოსაცემად, რამაც „ბერის პორტრეტში“ იჩინა თავი.
***
***
აი როგორ ახსნა თვითონ სეზანმა თავისი განმარტოების მიზეზი:
„გადავწყვიტე ჩუმად მემუშავა იმ დროდმე, ვიდრე არ შევძლებდი თეორიულად დამესაბუთებინა ჩემი ცდების შედეგები“.
***
***
***
„ნატურა ცილინდრის, სფეროს, კონუსის მეშვეობით უნდა ასახო, თანაც ყველაფერი პერსპექტივაში უნდა იყოს ნაჩვენები და ისე, რომ საგნის ან პლანის ყოველი მხარე ცენტრისკენ მიისწრაფოდეს. ჰორიზონტის პარალელური ხაზები სიგრძეს გვიჩვენებენ, გვიჩვენებენ ბუნების იმ მონაკვეთს, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - იმ სანახაობას, რომელსაც უფალი ღმერთი, მარადიული და ყოვლისშემძლე, თვალწინ გვიშლის. ჰორიზონტის პერპენდიკულარული ხაზები სიღრმეს გადმოგვცემენ. ბუნება ჩვენთვის, ადამიანებისთვის, სიღრმე უფროა, ვიდრე სიბრტყე, აქედან გამომდინარეობს საჭიროება, რომ წითელსა და ყვითელს, რომელთა მეშვეობითაც სინათლის ვიბრაციას ავსახავთ, სათანადო რაოდენობით დავუმატოთ მოლურჯო ტონები, რათა ჰაერის გრძნობა შევქმნათ“.
***
„მეთოდი ბუნებასთან შეხებაში წარმოიქმნება და გარემოებათა შესატყვისად ვითარდება. მეთოდი ნიშნავს, იმას, რომ შესაფერისი სახით გამოხატო ის, რასაც გრძნობ და ამ შეგრძნებატა საფუძველზე შექმნა შენი საკუთარი ესთეტიკა“.
ემილ ბერნარი იგონებს სეზანის სიტყვებს:
„როდესაც მხატვარი თავის შეგრძნებებს მისთვის დამახასიათებელი ოპტიკის ენით გადმოგვცემს, ახალ ინტერესესს ანიჭებს იმ ბუნებას, რომელსაც ასახავს. იგი ხატავს იმას, რაც ჯერ არ დახატულა, იგი ქმნის აბსოლუტურ ფერწერას, რაც სხვა არა არის რა, თუ არა სინამდვილე, ოღონდ ეს არ არის უხამსი იმიტაცია“.
სეზანს სურს „იმპრესინიზმისგან რაღაც ისეთი მტკიცე და მარადიული რამ შექმნას, როგორიც არის სამუზეუმო ხელოვნება“, და ასეთი სიტყვებით გადმოგვცემს ამას:
„ჩემის აზრით, არ შეიძლება წარსულის ხელოვნება შენი ხელოვნებით შეცვალო, შეიძლება მხოლოდ ახალი რგოლი დაუმატო მას“.
ყველაფერი ეს დაახლოებით წარმოდგენას გვაძლევს იმ აფორიზმებზე, რომლებიც სეზანის „თეორიების“ სახელითაა ცნობილი.
***
ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.