Posts

Showing posts from November, 2019

აკა მორჩილაძე - ფარშავანგი, ვითომ ისტორიული ამბავი

Image
„საერთოდ, აღიარებულია, რომ საქართველოში პირველი სტამბა 1708 წელს გაიხსნა თბილისში, იმ დროის მეცნიერი და, რა თქმა უნდა, მოცალეობის ჟამს პოეტი და მთარგმნელი მეფის, ვახტანგ მეექვსის, მეცადინეობით, მაგრამ ასე მხოლოდ ახალ ისტორიის წიგნებში წერია, ძველი მონათხრობი კი სულ სხვაა და მკვლევართაგან რატომღაც არცთუ გათვალისწინებული – ეგ ყველაფერი ზღაპარიაო“.  აკა მორჩილაძის რომანი „ფარშავანგი“ საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიული, „ვითომ ისტორიული“ ამბავია. აქ „მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბებია“ გადაკეთებული: „საქართველოებში“ შემოაქვთ სტამბა, რომლის კვალიც შემდეგ იკარგება. ავტორი ცდილობს, გამოიძიოს, რა ბედი ეწია მას, გვთავაზობს დამაინტრიგებელ ვერსიებს... ვის აღარ შეხვდებით აქ: „ნამდვილ“ მეფეებს, დედოფლებს, ეპისკოპოსებს, გამოგონილ თავადებს, პოეტებსა და მოგზაურებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს. მოკლედ, მთელი ფანტასმაგორიაა... *** ვითომ ისტორიული ამბის არსი ისაა, რომ ერთი მოგონილი ამბით მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბების გადაკეთება შე...