Posts

Showing posts from March, 2020

ელიფ შაფაქი - ხუროთმოძღვრის შეგირდი

Image
განა საოცრება არ არის, რომ სახე - სრულიად ხელშესახები, ხორციელი რამ - დროთა განმავლობაში ორთქლდება, სიტყვა კი, რომელიც სუნთქვის შედეგად არის აღმოცენებული, სამუდამოდ რჩება! *** სტამბოლი გულმავიწყი ქალაქია. იქ სიტყვები წყალზე წერია. *** სტამბოლში ზოგნი ბორცვზე შეფენილ საფლავებში განისვენებდნენ, ზოგნიც - ზღვის უძირო წიაღში. *** შუქ-ჩრდილებიანი, აქა-იქ კვიპაროსების ჭალებით მოფენილი, აღმართ-დაღმართებიანი ქალაქი - სტამბოლი, რომელსაც პირველივე დანახვისას ეტყობოდა, რომ წინააღმდეგობების ბუდე იყო. ყოველ ნაბიჯზე თავის თავს უარყოფდა, ყველა უბანში ნირს იცვლიდა, ერთდროულად მოსიყვარულეც იყო და გულქვაც, უხვად გასცემდა და თითქოს იმწამსვე უკან იბრუნებდა თავისსავე ნაბოძვარს. ეს ვეება ქალაქი ყველა მიმართულებით მიიწევდა: მარჯვნივ, მარცხნივ და ზემოთ, ცის დასალიერისკენ. სულ სადღაც მიილტვოდა და არასოდეს იყო კმაყოფილი. *** გულწრფელ ადამიანს სიმართლის თქმას არასოდეს პატიობს ის, ვინც გარშემორტყმულია მლიქვნელებით, ყოველ ნაბიჯს რომ უწონებენ და უქებენ. *** სიძულვილი გალიაა, ნიჭი კი - და...