ჯორჯ ორუელი – ბეჭდვის თავისუფლება |
წიგნის გამოცემას ორუელის სამშობლოში, საბჭოთა კავშირის
იმდროინდელ მოკავშირე დიდ ბრიტანეთშიც საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა. სწორედ ამაზე წერს
ორუელი წინასიტყვაობაში, რომელსაც „ბეჭდვის თავისუფლება“ ჰქვია. მასში მწერალი ბრიტანულ
გამომცემლებს, და ზოგადად, ბრიტანელ ინტელექტუალებს საბჭოთა კავშირის მიმართ ზედმეტად
ლოიალურ დამოკიდებულებასა და სტალინის კრიტიკის მიუღებლობაში ამხელს. თუმცა, ეს წინასიტყვაობა
თავად გახდა მასში გაკრიტიკებული ცენზურის მსხვერპლი და 1945 წლის აგვისტოში, ბრიტანეთში,
„ცხოველების კარ-მიდამო“ მის გარეშე დაიბეჭდა. ორუელის გარდაცვალების შემდეგ, 1972
წელს ის მწერლის არქივში აღმოაჩინეს, თუმცა, პირველად წიგნში ის მხოლოდ 1993 წელს,
ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ შეიტანა.
„ცხოველების კარ-მიდამოს“ ახალი თარგმანი იმითაც არის
განსაკუთრებული, რომ მასში, ორუელის მიერ წიგნის წინასიტყვაობად განსაზღვრული, ხსნებული
ესეიც ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება.
ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ, გამომცემლობა
„ინტელექტი“, 2021 წ.
***