#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - სვეტლანა ალექსიევიჩი
„ჩემს ირგვლივ ხმებია, ასეულობით ხმები, ისინი ყოველთვის თან დამყვებიან. ბავშვობიდანვე. მე სოფელში ვცხოვრობდი. ჩვენ, ბავშვებს, ქუჩაში თამაში გვიყვარდა, მაგრამ საღამოობით მაგნიტივით გვიზიდავდა მერხზე ჯდომა, სადაც თავიანთ სახლსა თუ ხატას- თან ახლოს, როგორც ჩვენში ამბობენ, დაღლილი ქალები სხდებოდნენ. მათ, არც ერთ მათგანს, არ ჰყავდათ ქმრები, მამები, ძმები. მე არ მახსოვს ჩვენს სოფელში მამაკაცები ომის შემდეგ – მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტსა თუ პარტიზანულ ბრძოლებში ბელარუსში ყოველი მეოთხე მამაკაცი დაიღუპა.
ომის შემდეგ ჩვენი, ბავშვების სამყარო – ქალების სამყარო იყო. ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ ქალები სიკვდილზე კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ სიყვარულზე. ჰყვებოდნენ, ბოლო დღეს როგორ გამოეთხოვნენ საყვარელ მამაკაცს, როგორ ელოდებოდნენ მერე, როგორ ელოდებიან დღემდე. წლები გადიოდა, ისინი კი ელოდნენ: „ოღონდ დაბრუნდეს და, თუნდაც ხელების გარეშე იყოს, თუნდაც ფეხების გარეშე, ხელში აყვანილს ვატარებ“.
ხელების გარეშე... ფეხების გარეშე... მე ბავშვობიდანვე გავიგე, რა არის სიყვარული...“
სვეტლანა ალექსიევიჩს „მისი პოლიფონიური თხზულებებისთვის, რომლებიც ჩვენი დროის ტკივილის და გამბედაობის ძეგლია“ ნობელის პრემია 2015 წელს მიენიჭა.
ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“