Posts

Showing posts from July, 2021

როგორც შერიგების მანიფესტი | ინტერვიუ თეონა დოლენჯაშვილთან

Image
თეონა, მინდა ინტერვიუ რომანის მთავარი თემის - აფხაზეთის ომის განხილვით დავიწყოთ. ჩემი ოჯახიც აფზახეთიდან დევნილია და ყოველთვის მაინტერესებდა ამ ომის რეპრეზენტაცია ლიტერატურაში. თუმცა, როცა ტრადიციას გადავხედე, აღმოჩნდა, რომ უახლეს ქართულ მწერლობაში ეს თემა ძალზე ფრაგმენტულადაა დამუშავებული, თუ არ ჩავთვლით, მაგალითად კრებულს „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამდენად, რომანის „ჩიტი არ გამოფრინდება“ ღირებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი აზრით, როგორ მოხდა რომ აფხაზეთის ომი ნაკლებად აისახა ქართულ მწერლობაში? ჩვენ ყველანი პირდაპირ თუ ირიბად იმ ამბების მონაწილენი ვართ. მოვლენების, რომელიც ნამდვილად არ არის დიდი ხნის წინანდელი. ეს თემა ჯერ კიდევ ცხელია და ამდენად, ჭრილობებიც ჯერ კიდევ ღიაა და მტკივნეული. შესაძლოა კიდევ რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ უკეთ შევაფასოთ წარსული. თუმცა, უახლესი ისტორიის შემოქმედებით მასალად ქცევისთვის დრო საკმარისზე მეტიცაა, 30 წელი არ არის ცოტა. და ჩვენ ვალი გვაქვს იმ ადამიანების, რომლებმაც ეს ომი გამოიარეს და ჩემსავით ტელევიზორის ეკრანიდან არ უნახავთ. ამი...