Posts

Showing posts from August, 2021

სტაინბეკი კომუნისტების ქვეყანაში | დავით ხიზამბარელი

Image
ამერიკული ლიტერატურა მოგზაურობის ლიტერატურაცაა და თითქმის არ დარჩენილა მწერალი, რომელსაც მოგზაურობის თემაზე ერთი რომანი, ან მოთხრობა მაინც არ დაეწერა. მოგზაურობა ამერიკული ცხოვრებისა და ხასიათის სიმბოლოა და შესაბამისად, მათი ლიტერატურაც მუდმივად გზას გაჰყურებდა, იქნებოდა ეს პურიტან პირველმოსახლეთა ჩანაწერები, ტყვეობის ნარატივები, მე-19 საუკუნის დიდი ამერიკული რომანები, მოდერნისტული ნაწარმოებები, თუ თანამედროვე დისტოპიური ტექსტები (მაგალითად კორმაკ მაკარტის „გზა“).  მაგრამ მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად ამერიკაში ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო ე.წ. სამოგზაურო ჩანაწერები, რომელიც ამ ბოლო დროს ცალკე ჟანრად (დისციპლინად) ჩამოყალიბდა და უკვე არაერთი კვლევა თუ სტატიების კრებული მიუძღვნეს მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა. თავდაპირველად ეს ჩანაწერები ევროპისთვის იწერებოდა, ახალ კონტინენტზე ჩასული ბებერი სამყაროს შვილები მოგზაურობდნენ, იწერდნენ ყველაფერს რაც თვალსაწიერში ხვდებოდათ და დანარჩენებსაც აქეზებდნენ გეზი ახლადაღმოჩენილი დასავლეთისკენ აეღოთ. ვაშინგტონ ირვინგიც კი, ვინც პირველი, მე...