Posts

Showing posts from January, 2022

გაბრიელ ტანიე - ანგელოზთა საკითხავი

Image
- რომ ნახავ, მოგეწონება... თუ არ მოგეწონა, უარი თქვი, არავინ გაძალებს. კალათა მიწაზე დავდგი და უსიტყვოდ შევხედე. - ხმა ამოიღე, ადამიანო! გათხოვებთ.  ნერვიული ხმით მითხრა და თვალებში ჩამხედა. - დედა, ჩითილებია დასარგავი, ხვალ ცუდი ამინდი იქნებაო, ამბობენ... *** სკამზე რომ დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ეს ორი გამხდარი გრძელი ფეხი ერთმანეთს ისე შეერწყა და შეეხლართა, რომ ექსკურსიაზე ნანახი ალავერდის ტაძრის ფასადზე ამოკვეთილი ვაზის ყლორტები გამახსენდა, შარვლის ნაკეცები ზუსტად იმეორებდნენ მისი წვივების მოხაზულობას. შემდეგ ხელები ამოიღო ჯიბიდან. ხელის მტევნები კიდევ უფრო ლამაზი და ნატიფი ჰქონია ხუდია ჯაფაროღლუს, სანთელივით ჩამოქნილი კანის ზედაპირზე ცისფერი სისხლ-ძარღვები ვარდის წვრილი ფესვებივით მიუყვებოდნენ მტევანს და უსასრულობაში იკარგებოდნენ. მერე ხელები ჯვარედინად დაიწყო გადაჯვარედინებულ მუხლისთავებზე და მორცხვობანარევი უტიფრობით შემომხედა.  მე კიდევ ტახტზე ვიჯექი, ზურგით ხალიჩაზე მიყრდნობილი. ჩემი ლილისფერი კაბის წითელი მაქმანები კარგად ეხამებოდნენ ბებიაჩემის, დიდი არზუ ეთირმიშლი...