#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ალბერ კამიუ

„მწერლის როლი განუყოფელია უმძიმეს ადამიანურ მოვალეობათაგან. დღეს მას არ ძალუძს იმათ მსახურებდეს, ვინც ქმნის ისტორიას, – პირიქით, იგი სამსახურში უდგას იმათ, ვის თავზედაც ტრიალებს ისტორიის ბორბალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მარტოობა და ხელოვანებიდან მოკვეთა ელის; და ტირანიის ურიცხვი არმიები თავიანთი მილიონიანი ლაშქრითურთ ვერ გამოიხსნიან მარტოობის ჯოჯოხეთიდან, მაშინაც კი – მეტადრე მაშინ – თუ ხელოვანი დათანხმდება, ამ არმიებს აუწყოს ფეხი.

მაგრამ ერთი ყველასათვის უცნობი, საწამებლად და სასიკვდილოდ განწირული ტუსაღის დუმილიც კი სადღაც, ქვეყნიერების დასალიერს, კმარა საიმისოდ, რომ მხატვარი გათავისუფლდეს გაკიდეგანების სატანჯველისაგან, – ყოველ შემთხვევაში მუდამჟამს, როცა კი შეძლებს თავისუფლებისაგან ბოძებული პრივილეგიებით აღჭურვილმა გაიხსენოს ეს დუმილი და თავისი ხელოვნების ძალით იგი ყველას წილხვედრი გახადოს“.

ალბერ კამიუს „ადამიანური სინდისის მნიშვნელობის წარმოჩენისათვის“ ნობელის პრემია 1957 წელს მიენიჭა.

ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“