#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - მარიო ვარგას ლიოსა
„ეს ამაღელვებელი საოცრება, წერა რომ ჰქვია, იმ პარალელურ სამყაროში ამოგაყოფინებს თავს, მძიმე წუთების დროს თავის შეფარება რომ შეგიძლია; შენ თვალწინ ამ დროს ბუნებრივი ამბები საოცრებად გარდაიქმნება, უჩვეულო ამბები კი ბუნებრივად წარმოგიდგება, წერისა და კითხვის პროცესი ფანტავს ქაოსს, ალამაზებს სიმახინჯეს, მარადიულს ხდის წამს და სიკვდილს დროებით მოვლენად აქცევს.
ნაღდი ლიტერატურის გარეშე, ბევრად უარეს თვისებებს გამოვავლენდით, უფრო კონფორმისტულები, მორჩილები და ნაკლებად ზეშთაგონებულები ვიქნებოდით; აღარ იარსებებდა პროგრესის მაუწყებელი კრიტიკული აზროვნება. ისევე როგორც წერა, კითხვაც ერთგვარი პროტესტია, როდესაც შეგიძლია შენს წარმოსახვაში შეეწინააღმდეგო ცხოვრების ნაკლოვანებებს და ეძებო ის, რაც რეალურად არ არსებობს.“
მარიო ვარგას ლიოსას „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის“ ნობელის პრემია 2010 წელს მიენიჭა.
ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“