#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - პაბლო ნერუდა
„წიგნებში ვერ მიპოვია რეცეპტი, თუ როგორ იწერება ლექსები და ამიტომაც, არანაირ რჩევებს არ მოგცემთ. მომავალ პოეტებს ვერ დავუტოვებ მითითებებს მანერასა და სტილზე, რათა ჩემი სავარაუდო სიბრძნის ერთი წვეთი იგემონ.
ვფიქრობ, რომ პოეზია – წარმავალი თუ ამაღლებული, ქმედებაა, რომელშიც თანაბრად მონაწილეობენ მარტოობაც და ერთობაც, გრძნობაცა და ქმედებაც. პოეტის შინაგანი სამყარო და ადამიანის შინაგანი სამყარო ბუნების ფარული გულწრფელობაა. ასევე ღრმად მწამს, რომ ეს ყველაფერი – ადამიანი და მისი ჩრდილი, ადამიანი და მისი საქმიანობა, ადამიანი და მისი პოეზია – ერთმანეთს ერწყმის. მჭიდროდ არის გადახლართული ურთიერთქმედებაში, სადაც მუდმივად ჩაბმული ვართ რეალობასა და ოცნებასთან, რამეთუ, პოეზია ამ გზით აერთიანებს.“
პაბლო ნერუდას „პოეზიისათვის, რომელიც სტიქიური ძალმოსილებით ასახავს მთელი კონტინენტის ბედსა და ოცნებას“ ნობელის პრემია 1971 წელს მიენიჭა.
ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“