ოთარ ჭილაძე - პოეტის გზა

პოეტის გზა ოდისევსის გზასა ჰგავს თავისი ხიფათებითა და მოულოდნელობით. ეს გზა პოეტისგან, რა თქმა უნდა, უდიდეს ენერგიასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ შემოქმედებით მოპოვებული სიამოვნება და სიამაყე იმდენად დიდია და საპატიო, ღირს იმ გზაზე ხეტიალი. 

მაგრამ პოეტს – ოდისევსს – თავისი პენელოპეც ჭირდება, რომელიც მზადაა უსასრულოდ უცადოს მას და დააფასოს პოეტის აუწონავი შრომა და სამსახური. 

პოეტი კი ადამიანის მსგავსია; ის ადამიანის სულის გასუფთავებასა და განათებას ემსახურება. დღევანდელ მსოფლიოს განსაკუთრებით ჭირდება თბილი და აზრიანი სიტყვა პოეტისა, რათა უფრო მშვიდად და გონივრულად განჭვრიტოს მომავალი. 

ქართული თანამედროვე პოეზიის მიზანიც ესაა. მე შემეძლო უფრო კონკრეტულად და ვრცლად მელაპარაკა ჩემს ქართველ კოლეგებზე, რადგან ისინი იძლევიან ამის საშუალებას, მაგრამ ამჟამად ასეთი ზოგადი გაცნობაც კარგია. 

საერთოდ პოეტებს ხალხების გაცნობისა და დაახლოების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით. ჭეშმარიტ პოეზიას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია. 


ინტერვიუ სკოპიეს რადიოსთვის, 1969 წელი | ოთარ ჭილაძე, „ცა მიწიდან იწყება“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში