Posts

Showing posts from November, 2024

ვარლამ შალამოვი - კოლიმური მოთხრობები

Image
  როდესაც მეკითხებიან, რას წერო, ვპასუხობ: მე მოგონებებს არა ვწერ, „კოლიმურ მოთხრობებში“ არავითარი მოგონებანი არაა. მე არც მოთხრობებს ვწერ – უფრო სწორად, ვცდილობ მოთხრობა კი არ დავწერო, არამედ ის, რაც არ იქნება ლიტერატურა. დოკუმენტის პროზა კი არა, არამედ პროზა, დოკუმენტივით გამოტანჯული. *** როგორც არ უნდა ახსნა, სიკვდილი არის სიკვდილი. ახნა-განმარტებისას შეიძლება იცრუო და ექიმები აიძულო, რომ შეთხზან ფრიად მაღალფარდოვანი დიაგნოზები – მთელი კლავიატურა ლათინურ დაბოლოებათა ზიზილ-პიპილებისა, თუკი არსებობდა რაიმე შესაძლებლობა მიგეთითებინა თანამდევი მიზეზები და მიგეჩქმალა მთავარი. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც შეუძლებელი იყო მიჩქმალვა მთავარისა, ექიმთა დასახმარებლად მოისწრაფოდნენ „პოლიავიტამინოზი“, „პელაგრა“, „დიზენტერია“, „სურავანდი“. არავის არ სურდა, რომ წარმოეთქვა სიტყვა „შიმშილი“. *** სიმპათიები იბადება სწორედ ამ უჩინარ ნიშან-თვისებათა აღმოჩენისას. კაცს კაცისათვის ჯერ ორი სიტყვაც არ უთქვამს და უკვე გრძნობენ ორმხრივ სულიერ სიახლოვეს, ან მტრობას, ან გულგრილობას, ანდა სიფრთხილეს. „გალიის“ გ...