1957 წლის 13 აპრილი კითხვა - ვინ არის მთავარი გმირი რომანისა „აბესალომ, აბესალომ!?“ აშკარაა, რომ სატპენი, თუმცა იმასაც ამბობენ, ქვენტინი არისო. მაინტერსებს, ბოლოს და ბოლოს ვინ არის მთავარი გმირი? ფოლკნერი - მთავარი გმირი სატპენია, დიახ. ეს არის ამბავი კაცისა, ვისაც ვაჟიშვილის ყოლა სურდა და იმდენი ვაჟი ჰყავდა, იმდენი, რომ სწორედ მათ დაღუპეს სატპენი. რომანში გაკვრით მოთხრობილია ქვენტინ კომპსონის სიძულვილიც თავისი საყვარელი ქვეყნის მანკიერი თვისებებისადმი. მაგრამ მთავარი გმირი სატპენია, კაცი, ვისაც ვაჟიშვილების ყოლა უნდოდა. კითხვა - სერ, ამავე წიგნთან დაკავშირებით მაინტერესებს, თქვენი ჩანაფიქრის მიხედვიტ როგორი უნდა იყოს მკითხველის დამოკიდებულება მისტერ კოლდფილდისადმი, ელენის მამისადმი? ფოლკნერი - როგორ გითხრათ, ჩემი დამოკიდებულება ის გახლავთ, რომ იგი გასაცოდავებული კაცი იყო. ვერაფერს გეტყვით, როგორი უნდა იყოს მკითხველის დამოკიდებულება. მაგრამ მე ახლაც თანაგრძნობით ვუყურებ და მებრალება იგი. ჩემი აზრით, კოლდფილდი საცოდავი კაცია... კითხვა - სერ, რა შეთანხმება დადეს გუდჰიუ კოლდფ...