გაბრიელ გარსია მარკესი - ისღა გვაკლია, რომანი ცუდი აღმოჩნდეს

მე მყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი. ვმუშაობდი პიარ-მენეჯერად და ვარედაქტირებდი ფილმების სცენარებს.

წიგნის დასაწერად სამსახურზე უარის თქმა მომიწია. დავაგირავე ავტომობილი, ფული მერსედესს გადავეცი, რომელიც ყოველ დღე ფურცლებით, სიგარეტითა და ყველა იმ საჭირო ნივთით მამარაგებდა, რაც მუშაობისათვის იყო აუცილებელი.

წინგის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყასაბის 5000 პესო - საკმაოდ დიდი თანხმა გვმართებდა. ამ პერიოდში რაიონში გავრცელდა ხმები, რომ მე მნიშვნელოვან წიგნს ვწერდი და ჩემთვის ანგარიშის გაწევით, ყველა მაღაზიის მეპატრონეს სურდა მასში უმნიშვნელო წვლილის შეტანა.

გამომცემლისთვის წიგნის გასაგზავნად საჭირო 160 პესოდან, ჩვენ მხოლოდ ნახევარი - 80 აღმოგვაჩნდა. მაშინ მე მერსედესის მიქსერი და ფენი დავაგირავე.

როდესაც მერსედესმა ამის შესახებ გაიგო, მითხრა : “ისღა გვაკლია, რომანი ცუდი აღმოჩნდეს”.

ამონარიდი მწერლის - ჟურნალ Esquire –ისთვის მიცემული ინტერვიუდან.