კურტ ვონეგუტი - დროის რღვევა

იშვიათია ბედნიერი დროება, როდესაც შესაძლებელია იფიქრო რაც გსურს და თქვა, რასაც ფიქრობ. - ტაციტუსი

დედაჩმმა ორმოცდათორმეტი წელი იცოცხლა, მამაჩემმა - სამოცდათორმეტი, ჰემინგუეიმ - სამოცდაორი წელი. რაღაც დიდხანს შემოვრჩი! რა უნდა მექნა?
პასუხი: ამეჭრა თევზისათვის საუკეთესო ნაჭრები, დანარჩენი კი გადამეყარა.

ადამიანები მხოლოდ მაშინ ბრუნდებიან უკან, როცა დრო მიაყენებს დარტყმას.

”როდესაც თვისუფალი ნება შეგვიპყრობს, ჩვენსავე ძალისხმევით გადაღობილი გზისაკენ აღარ გავიქცევით”.

”ჩემო ბატონო, მეტისმეტად ბებერი და გამოცდილი ვარ საიმისოდ, რომ ჩემივე ნებით ვითამაშო რუსული რულეტი”.

რა მეჩქარება. ინდური სპილოების მაკეობის ხანგრძლივობა ორჯერ მეტია, მაგრამ ჩემო მეგობრებო და თანამოქალაქენო, ოპოსუმები რომ 12 დღეში მშობიარობენ!

ხშირად მითქვამს, რომ მხატვრის მთავარი მისიაა, ხალხს საკუთარი სიცოცხლის დაფასება ასწავლოს.
მეკითხებიან, ვიცნობ თუნდაც ერთ მხატვარს, ვინც ამას მიაღწია?
ვპასუხობ: ”ბითლზმა” შეძლო.

თავისი დროის ყველაზე მახვილგონიერმა ამერიკელმა, მარკ ტვენმა, სამყაროს აღმოუჩინა, რომ სიცოცხლე სტრესული მდგომარეობაა.

ცხოვრება მაცხოვრის სიტყვებითაც საშინელია: ”ნეტარ არიან სულით გლახაკნი”, ”ნეტარ არიან თვინიერნი” და ”ნეტარ არიან სიმართლისთვის დამშეულნი და მწყურვალნი”.

არსებობს შესანიშნავი გამოგონება - ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მოხმარება ისეთივე ადვილია, როგორც სანთებელის, ტოსტერივით იაფია და შესაბამისად, ყველას შეუძლია მოკლას მამაჩემი, ფესტი, აბრაჰამ ლინკოლნი, ლენონი, მარტინ ლუთერ კინგი ან ქალი ბავშვიანი ეტლით. ეს კი ტრაუტის თქმით ნიშნავს, რომ ”ცხოვრება ნაგავია”. (კილგორ ტრაუტი ჩემი ალტერ ეგოა)


რა კაცი უნდა იყო, რომ ატომურ ბომბს ქმნიდე, როცა ცოლი ბავშვების ექიმი გყავს?!

მითხარით, არ მოუფურთხებია ატომურ ბომბს ადამიანის უფლებებისათვის? და საერთოდ, ყველა ცოცხალი ქმნილების უფლებებისათვის?

”ადვილად მომეცა, ადვილად წამერთვა”.

ადამიანები ისეთი ჭკვიანები არიან, დაჯერება გიჭირს, ისეთი უტვინოები არიან, დაჯერება გიჭირს, ისეთი უვარგისები - დაჯერება გიჭირს.

ლამაზი ქალი ერთი წუთითაც ვე იქნება ისეთი, მის სილამაზეს რომ შეეფერება.

გრძნობენ კი ადამიანები სიცოცხლეს, სანამ ცოცხლები არიან? ყოველწუთს?

მანერულია ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების გამო საზოგადოება მათ პატივს არ სცემს.

ისე არაფერი კლავს სიყვარულს, როგორც აღმოჩენა, რომ შენი რომელიმე საქციელი სასაცილო იყო.

როდესაც კაცი ფიასკოს განიცდის, ეჩვენება, რომ მისივე თავი ლანგარზე დადებული მიართვეს.

დილინჯერი ვიღაც ჯიბის ქურდი კი არა, ნამდვილი სპორტსმენი იყო.

თუ გინდათ, გული ატკინოთ მშობლებს, მაგრამ არ გყოფნით სითამამე იყოთ მამათმავლები, შეისწავლეთ მხატვრობა.

ტრაუტმა შექსპირის ერთი ციტატა გაიხსენა: ”უმადური შვილის ყოლა, გველის ნაკბენზე მტკივნეულია”.

მსოფიო არის სცენა, ქალები და კაცები მასში - მსახიობები.

ერთხელ ა.ე. ჰოტჩნერს, ერნესტ ჰემინგუეის მეგობარსა და ბიოგრაფს ვკითხე, ვინმესთვის თუ უსვრია მეთქი ჰემინგუეის, საკუთარი თავის გარდა? არაო, მიპასუხა.

იქიდან გამომდინარე, რასაც ზრდასრულები ჩადიან ზრდასრულების მიმართ, ადამიანთა მოდგმა უნდა გადაშენებულიყო.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანის დამცირება, თანაც ამხელა ფასის საზღაურად? ჩვენ ხომ ვერც ვიფიქრებდით, რომ გამოუსადეგარ არსებათა სიაში პირველ ადგილზე ვიქნებოდით?!

”გუგულიანი საათის ჩიტის სკინტისაგან გაწმენდა” - ასე ახასიათებდა ტრაუტი აკადემიის საქმიანობას.

თუ ღმერთი არსებობს, მას სძულს კაცობრიობა.

მე არასდროს მქონია რწმენა, რადგან საინტერესო და დიდი მორალის მქონე ადამიანებმა აღმზარდეს.

გერმანელმა ფილოსოფოსმა, ათაშანგიანმა ფრიდრიხ ნიცშემ ბრძანა, რომ მხოლოდ ღრმადმორწმუნე ადამიანი თუ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, რელიგიური სკეპტიციზმით განიმსჭვალოს.

ზიგმუნდ ფროიდმა არ იცოდა რა უნდოდათ ქალებს. მე კი ვიცი. მათ დიდი აუდიტორია ესაჭიროებათ თავიანთი მჭერმეტყველებისათვის.

მინდა მოვკვდე სურვილით, ძუძუებსა და თეძოებზე ხელების ფათურით.

მოდი ვაღიაროთ, რომ სექსი ყველაზე კარგი რამ არის სატანის ინგრედიენტებს შორის, რომელიც ევას ვაშლში გაურია, მაგრამ იმასაც ვიტყოდი, რომ ვაშლს ისევ ჯაზი მირჩევნია.

უნდა გჯეროდეს სისულელის, თუ არა და, ლექსები, რომანები, მოთხრობები და პიესები სიამოვნებას ვერ მოგანიჭებენ, თუმცა, ზოგიერთი მწერლის ნათქვამი ისეთი სულელური გეჩვენება, რომ დაჯერება გიჭირს.

ტრაუტი თვითონ იყო საკუთარი თავის პუბლიკა.

სიმართლე ადამიანთა ხვედრზე უფრო საშინელია.

სოციალისტ - იუჯინ დებსის (1855-1926 ) ციტატა, რომელიც ხუთჯერ დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად: ”სანამ არსებობს დაბალი ფენა, მე ერთი მათგანი ვარ; სანამ არსებობს ერთი დამნაშავე, მეც ერთი მათგანი ვარ. სანამ თუნდაც ერთი ადამიანი ზის ციხეში, არც მე ვარ თავისუფალი”.

მნიშვნელობა არა აქვს, რას ფიქრობს ახალგაზრდა, რისი გაკეთება ძალუძს ან არ ძალუძს. მთავარია, რომ ერთხელ აუცილებლად შეხვდება მასზე ძლიერ პიროვნებას.

ხელოვნების ყველა ქმნილება, გარკვეულწილად ორ ადამიანის შორის მიმდინარე საუბარია.

ნახატი ცნობილი ხდებდა თავისი ადამიანურობით და არა ფერწერულობით.

იუმორისტმა კინ ჰუბარდმა თქვა: ”მშრალი კანონი ასი თავით სჯობია სპირტიანი სასმელების საერთოდ არარსებობას”.

ტრაუტი ჩინებული სარეკლამო აგენტი იქნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მაცხოვარზე.

”შენ ავად იყავი, ახლა კარგად ხარ და ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი”.

საჭიროა თუ არა ქონების ხელახლა გადანაწილება? ის ყოველთვის ნაწილდება მცირერიცხვოვან საზოგადოებაში, ოღონდ უაზროდ და უმიზნოდ.

”ღმერთი წვრილმანებშია” - ნათქვამია ბარტლეტის ცნობილი ციტატების მეთექვსმეტე გამოცემაში.

თუ ღირსება ფეხს მოიტეხს, აღარ გამთელდება. ”ასეთი ღირსების პატრონს თავში უნდა ესროლაო” - მმოძღვრავდა დედაჩემი, ერნესტ ჰემინგუეი, ჩემი ყოფილი აგენტი - ჯერსი კოზინსკი, ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან და ევა ბრაუნი.

ხალხი ლატარიის ბილეთებზე ფიქრმა და იმედოვნებამ დაღალა.

კილგორ ტრაუტის თქმით, 1865 წლის 14 აპრილს, ბუტის გამოსვლა ვაშინგტონის თეატრში, როდესაც ლინკოლნს ესროლა, შემდეგ გატახდა და ფეხი მოიტეხა, იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რა ელის მსახიობს, რომელიც თავად წერს სცენარს.

ერთ აღმოსავლელ მონარქს ბრძენისათვის უბრძანებია, მოეგონებინა ისეთი სიტყვები, რომელიც ყველა დროისათვის ჭეშმარიტი იქნებოდა და ეს სიტყვები იყო - ”ესეც გაივლის!”

ოდესღაც სინათლე ყველაზე სწრაფი იყო, ახლა კი ისტორიის ნაგავსაყრელზე გდია და უფრო ნელა მიზოზინებს, ვიდრე დილიჟანსი.

ტინგ-ლინგ!