პიკასოს ორიგინალი თბილისში ხელოვნების სასახლეში ჩამოიტანეს

პაბლო პიკასო - ფიროსმანი, 1972
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინიციატივით, ნიკო ფიროსმანიშვილის მირზაანის სახლმუზეუმიდან ხელოვნების სასახლეში გადმოტანილია ფიროსმანის 15 ორიგინალი. მირზაანის აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად იფინება.

საყურადღებოა ისიც, რომ ნიკალას ორიგინალებთან ერთად, პირველად იქნება წარმოდგენილი ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი.

გარდა ამისა, ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი იქნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშები.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 15 მარტს, 16 საათზე გაიხსნება.