ჯონ სტაინბეკი - თაგვებსა და ადამიანებზე

ბიჭები, რანჩოში რომ ცხოვრობენ, მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ბიჭები არიან. არ ჰყავთ ოჯახი. არ აქვთ სახლი. მივლენ რანჩოში, ცოტას გამოიმუშავებენ და გავარდებიან ქალაქში ამ ფულის გასაფლანგად. მერე უცებ მოიხედავ და, ახლა სხვა რანჩოს მიადგებიან. ეგეთები მომავლისგან არაფერს ელიან.

- ბოსი ალბათ სადაცაა მოვა, - უთხრა მოხუცმა, - გაბრაზდა, დილით ჩამოსულები რომ არ დახვდით. ვსაუზმობდით, რომ შემოვიდა და გიკითხათ: სად ჯანდაბაში არიან ის ახლებიო? და მეჯინიბეს კარგად მოხვდა მისგან.
- მეჯინიბეს მოხვდა? - ჩაეკითხა ჯორჯი მოხუცს.
- ცხადია. მეჯინიბე ზანგია.
- ზანგი? ჰაჰ.

არასდროს მინახავს, რომ ერთი კაცი მეორეს გამო პრობლემებს იქმნიდეს.

ჩვენთან იშვიათად ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, - თქვა მან ჩაფიქრებით, - არ ვიცი, რატომ ხდება ასე. იქნებ ამ დაწყევლილ სამყაროში ყველას ეშინია ერთმანეთის.

იმისათვის, რომ კეთილი იყო, ჭკუა სულაც არაა საჭირო. ის კი არა, მე ვფიქრობ, საერთოდაც პირიქით ხდება. აიღე ნებისმიერი ჭკვიანი ტიპი, იშვიათად, რომ კეთილიც აღმოჩნდეს.

ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს, ერთი კაცი მეორეს ელაპარაკება, და სულაც არ ანაღვლებს, თუ იმ მეორეს არაფერი ესმის ან ვერ იგებს. მთავარია, რომ ლაპარაკობენ ან არც ლაპარაკობენ, მაგრამ უბრალოდ სხედან.

წიგნები არაფერს შველის. კაცს გვერდში მდგომი სჭირდება.

მარტოობისგან შეიძლება გაგიჟდეს კაცი. სულ ერთია, ვინ იდგება შენ გვერდით, მთავარია ვიღაც იყოს. გეუბნები, კაცი მარტოობისგან შეიძლება შეიშალოს.

ყველას უნდა მიწის პატარა ნაწილი რომ შეხვდეს. აქ უამრავი წიგნი წავიკითხე. ვერავინ ვერასდროს ვერც სამოთხეში ხვდება და ვერც მიწას იღებს. უბრალოდ ოცნებობენ. გაუთავებლად ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა.

უამრავ ადამიანს შევხვედრივარ სიგიჟემდე რომ უნდოდათ მიწა, მაგრამ ყოველ ჯერზე ბორდელებსა და ბლექჯეკს ატანდნენ ყველაფერს, რაც ებადათ.

შავკანიანსაც აქვს თავისი უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ ამისგან დიდი ვერაფერი ხეირია.

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015წ.