ქორწილისა და დაკრძალვის რიტუალები ძველ თბილისში

ვანო ხოჯაბეგოვი - ჯვრისწერის შემდეგ
თარფი - 1. თაბახი, სხვადასხვა ნუგბარი ხილით სავსე (ქორწილში იციან). 2. თარფი - თევზის საჭერი მახეც ყოფილა, რომელიც გავრცელებულია ხერთვისში. 3. ნობათი. ყარაჩოღელ ძმაბიჭებმა იციან ქორწილში სიძეს მიართმევენ სხვადასხვა ნუგბარ ხილით მორთულ ტაბაკს, ან პატარა ურემს, პურით გამოქანდაკებულ ხარებშებმულს და თაფლის სანთლებით გაჩირაღდნებულს. მომლოცველს - მომრთმეველს აჯილდოვებს ფულით მეჯვარე. 4. ნობათი, საჩუქარი; სხვადასხვა ნუგბარი (ახლად შემოსული) ხილით მორთული პატარა თაბახი, ანუ პატარა ურემი (საბავშვოდ გაკეთებული ურემი, კამეჩებს რომ ციხეში აკეთებენ პურის გულისაგან). თარფით მილოცვა მიღებული იყო ქორწილ-ლხინებში.

***

ვანო ხოჯაბეგოვი - მზადება ქორწილისათვის
***

იალქანი - პატარძლის ჯვრისსაწერი გვირგვინი.

***

გუნებნაქცეობა - ორსულობა, ფეხმძიმობა.

***

ზედსიძე - სიძე ცოლის ოჯახში საცხოვრელბად. ზედსიზეს უწოდებენ „სახლის სიძეს“, ე.ი. იმ სიძეს, რომელიც ჯვარისწერის შემდეგ სამუდამოდ სიმამრიანთსა რჩება მემკვიდრედ. ჩასიძებული, პატარძლის სახლში სიძედ მისული და იმათ ოჯახში მცხოვრები.

***

მეფიონი - ნეფის ხალხი, მაყრიონი, სიძიანი.

***

ვანო ხოჯაბეგოვი - პირის სანახავი
ვანო ხოჯაბეგოვი - პირის სანახავი
პირისსანახავი - ქორწილში მიღებული ადათი იყო: პატარძლის სანახავად და გასაცნობად ნეფის ნათესავები და მაყრები ვალდებული იყვნენ, პატარძლისათვის ძვირფასი ნივთები ან ფულადი საჩუქარი მიეტანათ. იმერეთში ამ ადათს „თავგადასაგდები“ ეწოდება. „მიართმევდნენ მამამთილი და დედამთილი სძალსა პირისანახავსა, ვის რამ შეეძლო“. ძველად პირისანახავად მთელ სოფლებსაც აძლევდნენ. პ. იოსელიანი წერს: „მეფემან გიორგიმ უბოძა პირის სანახავად თვისსა რძალსა გურჯაანი, სახასო კაცები, მახცანი სოფელი და ქარვასლა ქ. ტფილისს“. („ცხოვრება მეფე გიორგი XIII-ისა“).

***

ვანო ხოჯაბეგოვი - მზითვის ჩვენება
***
რუფაკი - მულის და დედამთილის საჩუქარი დამოყვრების დროს. რძალი დედამთილს ან მულს რომ მიუტანს დამოყვრების დროს რაიმე საჩუქარს - ამას რუფაკს უწოდებენ. ძველად რძალი, რომ მივიდოდა ოჯახში, დედამთილს ან მულს საჩუქრად მიუტანდა ან ქირმანშალს ან საკაბეს, ამას რუფაკი ერქვა. მზითვის წიგნშიცაა მოხსენიებული.

***

ქებინი - ჯვრისწერა.

***

ქოჩი - დუდუკის ჰანგი, როცა პატარძლის წამოსაყვანად მიდიან.

***

ყალიმი - საქორწ. გადასახადი ჯვრისწერის დროს.

***

შაბაშ - 1. შექება. 2. საჩუქარი, ქორწილში დედოფლის ცეკვის დროს რომ გროვდება. 3. ყველიერის ყეენის გასამრჯელო. 4. მუშაობის გათავება (ავაშაბაშე - მუშაობას მოვრჩი), საქმის ბოლო, დასრულება. რუსთველს აქვს ეს სიტყვა. 5. სახელიც ყოფილა. 3. მაიაკოვსკის აქვს ლექსი „პრინცესა შაბაშ“.

***

შანიშინი - ჰქვიან დარბაზში ერთ მხარეზე გაკეთებულ გალერეას ანუ ერთ კუთხეში გაკეთებულ ბალკონს. ძველად ამ შანიშინში მაღლიდამ დასახედავად ადიოდნენ ან ახლად ჯვარდაწერილ ნეფე-პატარძალს დააძინებდნენ.

***

ხეჩახპერი / ხეჩეხპერი - მეჯვარე. „ავჭალა დაქვრივებულა, კუკია შევრთოთ ცოლათა, მცხეთა მაყრათ გავატანოთ, დიღომი ხეჩახპერათა“ (ხალხ.).

***

ვანო ხოჯაბეგოვი - ნეფის ცეკვა მშობლების საფლავზე
***

ხნამი -  მძახალი ანუ მზახალი. დედ-მამის შორის ნათესაობის ჩამოგდება შვილების დაქორწინებით.

***

ვანო ხოჯაბეგოვი - ღარიბის დასაფლავებაზე
***

კოღოპურტი - 1. ნამკვდრევი მიცვალებულის ტანსაცმელი, რომელიც ეძლევა მოძღვარს. ჩვენშიც არის ჩვეულება მგონი. 2. კოღოპურტი არის აგრეთვე ქოშები. 3. მიცვალებულის ბოლოხანს ნაცვამი ტანსაცმელი, რომელიც დასაფლავების შემდეგ მღვდელს ეკუთვნის.

***

მასრაფი - 1. სამგლოვიარო ჰანგი, რომელსაც უკრავენ ცხედრის მიწათ მიბარების შემდეგ. 2. ახლად გარდაცვალებულის საფლავზე დუდუკით დაკრული ჰანგი. 3. აღმოსავლური ჰანგი. სიკვდილზე უკრავენ.

***

სეფილი - დუდუკზე დაკრული სამგლოვიარო ჰანგი, რომელსაც ახლად მიცვალებულის საფლავზე უკრავენ ყარაჩოღელები. „იქეიფეთ ზურნითმ მაგრამ ცრემლი არავის ჩამოსცვივდეს და მიმღერეთ ეს სეფილი: ბარაშკაჯან, არ შეგცივდეს!  სპარსულად მწუხარე ბაიათის სახელია.

***

ვანო ხოჯაბეგოვი - მექელეხენი
***

სულააობა - დღე, მკვდრის სულის მოსახსენებლად რომ არიგებენ ატამს, ყურძენს და ლეღვს (სექტ. 14)

***

უმურაზოდ - უსიხარულოდ. იხ. მურაზი. კრწანისის, პეტრე-პავლეს, წმ. ნინოს და ვერის ახალი სასაფლაოები მოფენილია ამ სიტყვით. აი, ერთი ლექსთაგანი: „უცებ გავქრი, ვით სანთელი, გამიშავდა დღე ნათლი, გავამწარე და ვაგლოვე დედა, ძმები და ერთი და, უმურაზოდ დღე გამიქრა, სალხინო და სასურველი“ (პეტრე-პავლეს სასაფლაოდან).


წყარო: იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“