რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წიგნი?

„The Bay Psalm Book“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 1640 წელს დაიბეჭდა და ახალმა მფლობელმა ნიუ იორკის აუქციონზე მასში 14.165.000 აშშ დოლარი გადაიხადა.

წიგნის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარი გახლდათ. მისი შემძენის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

აქამდე ყველაზე ძვირადღირებული წიგნი 2010 წელს გაიყიდა, მისი ფასი 11, 5 მილიონი დოლარი გახლდათ.