თომას მანი - ტონიო კროგერი • ტანსაცმლის კარადა
ტონიო კროგერი
სკოლაში მეცადინეობა დამთავრდა და გისოსიანი ჭიშკრიდან გარეთ გუნდ-გუნდად გამორბოდნენ განთავისუფლებული ტყვეები.
ვისაც უფრო მეტად უყვარს უნდა იტანჯოს, ეს ცხოვრების მარტივი და მკაცრი გაკვეთილია.
თუ ხანდახან ტონიო გზას ასცდებოდა, ეს იმიტომ, რომ ზოგიერთთათვის სწორი და პირდაპირი გზა არ არსებობს.
ის კი არ მუშაობდა, როგორც სხვები მუშაობენ, რათა იცხოვრონ, არამედ იმათ მსგავსად იღწვოდა, ვისაც შრომის მეტი არაფერი სურს, რადგანაც თავის თავს, როგორც ცოცხალ ადამიანს, არარად აგდებს და მხოლოდ შემოქმედად ცნობს.
ზიზღნარევი სიძულვილით იყო გამსჭვალული იმ პატარა ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ნიჭი თავშესაქცევი სამკაულია.
ნაწარმოები, მხოლოდ დუხჭირი ცხოვრების უღელქვეშ იქმნება, ვინც ცხოვრობს ის არ მუშაობს და კაცმა რომ თქვას, უნდა მოკვდე, თუ გსურს ჭეშმარიტი შემოქმედი იყო.
მართალი, ჯანსაღი და წესიერი ადამიანები საერთოდ არ წერენ, არ ხატავენ და არ თხზავენ მუსიკას.
ხშირად ლამის სული ამომხდეს ისე მღლის ადამიანის როლის თამაში.
მუდამ გახსოვდეთ, რომ ლიტერატურე მოწოდება კი არა წყევლაა.
უფსკრული ირონიისა, ურწმუნოებისა, ოპოზიციური განწყობისა, ცოდნისა და გრძნობისა, რომელიც ადამიანთაგან მთიშავს, სულ უფრო და უფრო ღრმავდება.
ჩხოვრებამ შეიძლება კვლავ თავისი გზით იაროს და არ რცხვენოდეს საკუთარი თავის მას შემდეგაც კი, რაც იგი უკვე “ითქვა” და “ამოიწურა”.
ამაოდ გონიათ, რომ თუნდაც ერთი ფოთლის მოწყვეტა შეიძლებოდეს ხელოვნების დაფნის ხიდან ისე, რომ მთელი ცხოვრება მას არ შესწირო.
ხელოვანს უმალვე ბოლო ეღება, როგორც კი ადამიანი ხდება და გრძნობა ერევა.
ზოგნი აუცილებლობის გამო სცდებიან გზას, რადგან მათთვის სწორი გზა საერთოდ არ არსებობს.
ტანსაცმლის კარადა
ჩემზე უფრო უბალავრო, უფრო თავისუფალი და განდგომილი არავინ შეიძლება იყოს. არც მე მიმადლის ვინმე რაიმეს და არც მე ვუმადლი. ღმრეთს ჩემთვის არასდროს გამოუწვდია ხელი, ჩირადაც არ მაგდებს; კარგია გაუთავებელი ძნელბედობა, რომელსაც მოწყალება არ ედება სალბუნად: შეგიძლია თავი ინუგეშო, რომ ღმერთისგან არაფრით ხარ დავალებული.
გამომეტყველება ისეთი მშვიდი და ტკბილი ჰქონდა, როგორც ძილში გვჩვევია ხოლმე, ოდეს იგი დუხჭირ დღეთა შემდგომ შუბლზე გვეამბორება.