Posts

Showing posts from July, 2011

ლევ ტოლსტოი - ჰაჯი მურატი

Image
ვინანე, ტყუილუბრალოდ მოვუღე-მეთქი ბოლო ყვავილს, რომელიც თავის ადგილას მშვენიერი იყო და გადავისროლე. რა გამანადგურებელი, შეუბრალებელი არსებაა ადამიანი, რამდენი სხვა ცოცხალი არსება და მცენარე მოსპო თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. თოკი გრძელი ჯობია, ენა მოკლე. ადიუტანტმა თეთრი, ბეჭდიანი ხელით ისე დაიწყო ბანქოს ჩამორიგება, თითქოს რაც შეიძლება ჩქარა უნდოდა მოეცილებინა თავიდან. სლეპცოვის სიკვდილში ვერავინ ხედავდა სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს მომენტს - სიცოცხლის დასასრულს და იმ წყაროსთან დაბრუნებას, საიდანაც იგი იშვა. ჯარისკაცობა სიკვდილს ნიშნავდა. ჯარისკაცი ოჯახისთვის დაკარგული გახლდათ და მისი გახსენება, სულის აფორიაქება საჭირო აღარ იყო. - რა გაეწყობა! A la guerre comme a la guerre (ომი ომია) ამ ორი ადამიანის თვალები პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთს ბევრს ეუბნებოდნენ, რაც სიტყვებით არ გამოითქმოდა და სრულებით არ შეესაბამებოდა თარჯიმნის ნათქვამს. ცალ ფეხს რომ გადააბიჯებ, მეორეც უნდა მიაყოლო. ნიკოლოზს რაღაც უსიამოვნო გრძნობა აწუხებდა და ეს გრძნობა რომ ჩაეხშო, დაიწყო ფიქრი,...

ფრანჩესკო კლემენტე

Image
ფრანჩესკო კლემენტე - იტალიელი მხატვარი, დაიბადა ნეაპოლში, 1952 წლის 23 მარტს. მისი შემოქმედება სიურიალიზმისა და ნეოექსპრესიონიზმის ჟანრს მიეკუთვნება, არის იტალიური ტრანსავანგარდული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. რომში, არქიტექტურის შესწავლის შემდეგ, კლემენტე მის მეგობარ ალიგერო ბოეტისთან ერთად ავღანეთში გაემგზავრა. 70 -იან წლების ნახატებში იგრძნობოდა მხატვრის ინტერესი ინდური ტრადიციების მიმართ, სადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტში, რომლის ფარგლებშიც, ხატავდა ჟან მიშელ ბასკიასა და ენდი უორჰოლთან ერთად. ფრანჩესკო კლემენტე ”ხელოვნებისა და ლიტერატურის ამერიკული აკადემიის” წევრია. 1981 წლიდან მოყოლებული, ის რეგულარულად მუშაობს ინდოეთში და თანამშრომლობს ადგილობრივ მხატვრებთან. მხატვარი ცხოვრობს ნიუ იორკში, მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად. ფრანცესკო კლემენტეს ოფიციალური ვებ-გვერდი ”უსათაურო” 1978 ”სმირიადი” 1979

ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 09/09/1917

Image
ძვირფასო, შენს მიმართ საბაბიც კი არ გამაჩნია სასაყვედუროდ. მხოლოდ დღეს რომ გწერ, ამისთვის ერთადერთი მიზეზი არსებობს. არ იფიქრო შენი დუმულის გამო არ გწერდი. შენი დუმილი გასაგებიც კია ჩემთვის. პირიქით, სასიამოვნო პასუხი უფრო გამიკვირდა. ვიცი ის ბოლო წერილი მართლაც არ შემეფერებოდა. შემზარავი იყო და პასუხსაც არ იმსახურებდა. ჩემი სიტყვები ძილში ნაბოდვარს ჰგავდა, მე ხომ თითქოს მძინავს, როცა ვწერ. სწრაფად კი ვფხიზლდები, მაგრამ უკვე გვიანია, თუმცა, ეს არაა ჩემი ყველაზე ცუდი თვისება. ჩემი დუმილის მიზეზი, სულ სხვა რამ იყო: ბოლო წერილების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, ე.ი. ზუსტად ოთხი კვირის წინ, ღამით, დაახლოებით ხუთ საათზე, პირიდან სისხლი წამსკდა. ეს იყო ფილტვებიდან ამოხეთქილი სისხლი. ზუსტად ათი წუთი გრძელდებოდა ჩემი ტანჯვა. მეგონა, აღარასოდეს შეწყდებოდა. მეორე დღესვე წავედი ექიმთან და მას მერე ხშირად დავდივარ, რენტგენიც გადამიღეს. მაქსის თხოვნით, ერთ პროფესორთანაც ვიყავი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და თითოეული ექიმის მტკიცებებს არ მოვყვე, ორივე ფილტვის ტუბერკულოზი მაქვს. ეს დ...

ჯეიმზ ჯოისი - დუბლინელები

Image
დუბლინელები, პაოლო ვენტურას ილუსტრაცია დები პირი ფაფით გამოვიტენე, რადგან შემეშინდა, სიბრაზისგან არაფერი წამომცდენოდა. უცნაურად მეჩვენებოდა, რომ არც მე, არც ამ მზიან დღეს მწუხარება არ გვეტყობოდა და ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, როცა ერთგვარი თავისუფლება ვიგრძენი, თითქოს მის სიკვდილს მძიმე ტვირთი აეხსნას ჩემთვის. სულაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ წმინდა მამებს, მთელი ამ ჩახლართულ საკითხთა განსამარტავად, საფოსტო ცნობარებივით სქელტანიანი წიგნები დაუწერიათ. - ჰო, შეგუებული იყო იმ აზრს, რომ უნდა მომკვდარიყო. - ეტყობა კიდეც სახეზე, - თქვა დეიდამ. - ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი კარგი მიცვალებული იქნებოდა. - ძველ მეგობარს ვერავინ შეედრება, - თქვა მან. - თუმცა, კაცმა რომ თქვას, სხვამ ვინ უნდა უპატრონოს მიცვალებულს? - როგორი პატიოსანი იყო ყოველთვის, მღვდლის მოვალეობა მეტისმეტად ემძიმებოდა. შეხვედრა ჩვენ ყველანი პატარა მეამბოხეები ვიყავით და ეს მეამბოხური სული პირწმინდად შლიდა ყოველგვარ განსხვავებას თითოეული ჩვენგანის აღზრდასა და მიდრეკილებებს შორის. საღამოობით ომობანას ...