ლევ ტოლსტოი - ჰაჯი მურატი

ვინანე, ტყუილუბრალოდ მოვუღე-მეთქი ბოლო ყვავილს, რომელიც თავის ადგილას მშვენიერი იყო და გადავისროლე.

რა გამანადგურებელი, შეუბრალებელი არსებაა ადამიანი, რამდენი სხვა ცოცხალი არსება და მცენარე მოსპო თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

თოკი გრძელი ჯობია, ენა მოკლე.

ადიუტანტმა თეთრი, ბეჭდიანი ხელით ისე დაიწყო ბანქოს ჩამორიგება, თითქოს რაც შეიძლება ჩქარა უნდოდა მოეცილებინა თავიდან.

სლეპცოვის სიკვდილში ვერავინ ხედავდა სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს მომენტს - სიცოცხლის დასასრულს და იმ წყაროსთან დაბრუნებას, საიდანაც იგი იშვა.

ჯარისკაცობა სიკვდილს ნიშნავდა. ჯარისკაცი ოჯახისთვის დაკარგული გახლდათ და მისი გახსენება, სულის აფორიაქება საჭირო აღარ იყო.

- რა გაეწყობა! A la guerre comme a la guerre (ომი ომია)

ამ ორი ადამიანის თვალები პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთს ბევრს ეუბნებოდნენ, რაც სიტყვებით არ გამოითქმოდა და სრულებით არ შეესაბამებოდა თარჯიმნის ნათქვამს.

ცალ ფეხს რომ გადააბიჯებ, მეორეც უნდა მიაყოლო.

ნიკოლოზს რაღაც უსიამოვნო გრძნობა აწუხებდა და ეს გრძნობა რომ ჩაეხშო, დაიწყო ფიქრი, რაც ყოველთვის ამშვიდებდა, - ფიქრი იმაზე, თუ რა დიდი კაცი იყო თავად.

ღმერთიც, თავის მსახურთა მეშვეობით, ისევე როგორც ერისკაცები, ესალმებოდა და ქება- დიდებას ასხამდა ნიკოლოზს.

რუსებისადმი სიძულვილზე არავინ იღებდა ხმას. გრძნობა, რომელსაც დიდიდან პატარამდე ყველა ჩეჩენი განემსჭვალა, სიძულვილზე გაცილებით ძლიერი იყო.

ბუტლერი უყურებდა ამ მთებს, ძალუმად სუნთქავდა და უხაროდა, რომ ცხოვრობდა, თანაც სწორედ ის ცხოვრობდა ამ მშვენიერ დედამიწაზე.

ძაღლი ვირს ხორცით გაუმასპინძლდა, ვირი კი თივით და ორივე მშიერი დარჩა. - ყოველი ხალხისთვის თავისი ზნე-ჩვეულებაა კარგი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში