Posts

Showing posts from May, 2012

ელ გრეკო - 1541-1614 ჩანაწერები და ნახატები

Image
”ელ გრეკო ყოველთვის მარტოდმარტო მიდიოდა, თავისი გზით, კრეტამ მას სიცოცხლე აჩუქა, ფუნჯმა კი - ტოლედო, მისი საუკეთესო მამული, სადაც სიკვდილთან ერთად უკვდავებასაც ეზიარა” ”მომავალ ასწლეულებში მოიხიბლებიან მისი შემოქმედებით, მაგრამ ვერავინ მიჰბაძავს” - ორტენსიო პარავისინო. ”ელ გრეკო ძველი ოსტატია, რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე... ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება, რომ გზა გვიჩვენოს” - როჯერ ფრაი “მიქელანჯელო იყო კარგი კაცი, მაგრამ არ იცოდა, როგორ ეხატა” - ელ გრეკო ”აიღებდა თუ არა ბოლომად დუკატებს, დიდ ნაწილს ფუფუნებით ცხოვრებაში ხარჯავდა” - ხუსეპე მარტინესი ”მას ხატვის საოცარი სტილი ჰქონდა. დღემდე არაფერი მინახავს უფრო სასწაულებრივი. ხელოვნების კარგი მცოდნენიც კი გაოგნებული იყვნენ მისი მჩხიბაობით” - ხუსეპე მარტინესი ”კრეტამ მას მისცა სიცოცხლე და მხატვრის ხელობა, ტოლედოც მისთვის მშობლიური მიწაა, სადაც სიკვდილით დაიმკვიდრა საუკუნო ცხოვრება” - ორტენსიო ფელიქს პარავისინო ”მე ვიყენებ ფერის იმიტაციას, რომ ვაჩვენო ხელოვნების უდიდესი ძალა” - ელ გრეკო გამოცხადება - 157...

ველასკესი, ტაქსილი, ბეკონი - ინოკენტი X

Image
დიეგო ველასკესი - ინოკენტი X - 1650 ლეო ტაქსილი - წმინდა ბუნაგი ახალი პაპი გულისამრევად გონჯი და უსახური იყო, თანაც დედალი ბარტყივით სულელი. პორტრეტის დასასრულებლად უნდა დავუმატოთ, რომ ის გახლდათ ცრუ, ფლიდი, ცბიერი, ფარისეველი, მხდალი, შურისმაძიებელი, სასტიკი და ავხორცი. მოკლედ, იესოს ნამდვილი შეურაცხყოფა! მთელი პონტიპიკაციის განმავლობაში ბრმა იარაღად და მორჩილ მონად ჰყავდათ საყვარლებსა და საყვარელ მამაკაცებს. ტახტზე იჯდა გონჯი ფიტულა. იჯდა თითქმის თერთმეტი წელიწადი. ფრენსის ბეკონი - ინოკენტი X - 1953

დიეგო ველასკესი - 1599-1660 ჩანაწერები და ნახატები

Image
“ველასკესმა გადაწყვიტა დიდი სიმტკიცითა და ურყეობით გამორჩეულ საკუთარ გადაწყვეტილებებს დამორჩილებოდა, მისივე კარიერისა და ხელოვნების საკეთილდღეოდ” - ხოსე ორტეგა ”ესპანეთში მოგზაურობა მარტო ველასკესის შემოქმედების გასაცნობად ღირს. იგი მხატვართა მხატვარია. მან კი არ გამაოცა, არამედ აღმაფრთოვანა” - ედუარდ მანე ”ბავშვობის ასაკიდანვე, მან ერთი შეგირდი აიყვანა, გლეხის ბიჭი, რომელიც მენატურის როლს ასრულებდა მისთვის, რათა სხვადასხვა გამომეტყველება და პოზა მიეღო, ხან მოტირალი, ხან მოცინარი და არასდროს გაურბოდა სიძნელეებს” - ფრანსისკო პაჩეკო. ”მისი იღბალი, ოსტატობა და გენია, აგრეთვე მისი ღირსეული ქცევა ნიმუშად და იდეალად შეიძლება ჩაითვალოს და უკვდავ ძეგლდაა აღმართული, როგორც მაგალითი მომავალი საუკუნეებისთვის და მომავალი თაობების აღსაზრდელად” - ანტონიო პალომინო (ველასკესის ბიოგრაფი) ”მისი მთავარი მოვალეობა მეფისა და სამეფო ოჯახის წევრთა პორტრეტების ხატვა იყო, რომელთა შორის ცოტას ჰქონდა მიმზიდველი გარეგნობა; მაგრამ ველასკესმა ეს პორტრეტები გარდაქმნა ყველაზე მომაჯადოებელ ფერწერად, ...

ლუკას კრანახ უფროსი 1472-1553 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”ძველ გერმანულ მხატვრობაში სამი სახელია მნიშვნელოვანი: დიურერი, ჰოლბაინი და კრანახი... კრანახის შემოქმედება არ შლის ახალ ფურცელს გერმანიის ხელოვნებაში, ის არ სვამს პრობლემას ახლებურად... მისი დამსახურებაა, რომ საოცარი სიზუსტითა და სიწრფელით პასუხობს თავისი სოციალური წრის მოთხოვნებს” - ნ. გერშენზონი ”კრანახის შემოქმედებას უდიდესი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის გვახედებს იმ დაძაბულ და უსასრულოდ საინტერესო ეპოქაში, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს” - ნ. გერშენზონი ”კრანახის დახატული ირმის რქები ერთ მონადირეს ნამდვილი ეგონა, მაგიდაზე დახატული ყურძნის მტევნის ასაკენკად კი ჩიტები მოფრინდნენ” - კრისტოფ შერლი ”კრანახის სახეები ხშირად ნაკლებად გამომსახველია, მაგრამ ისინი არასოდეს არიან უხეშები... ყველა სახე, კოსტიუმი, პეიზაჟის ყველა დეტალი მხატვარს თანაბარი ოსტატობითა და დიდი დაკვირვებით აქვს დამუშავებული. ამავე დროს კრანახი ბრწყინვალე კოლორისტია. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ლოკალური ფერები მეფობს, მისი ფერწერა არცთუ იშვიათად თითქმის ტონალური ხდება. ის გაურბის მკვეთრ კ...

ჯონ მაქსველ კუტზეე - მისტერ ფო

Image
მეტყველების მრავალფეროვნებას მიჩვეულ ადამიანს ვერ დააკმაყოფილებს ჩიტების ჩხავილი თუ ჭიკჭიკი, ზღვის ბინადართა ყურისმომჭრელი წივილი თუ ქარის კვნესა. ჩვენ, როგორც წესი გვეჯავრება ის ადამიანები, ვისაც უხეშად მოვექეცით და მათი თავიდან მოშორება გვირჩევნია. ყოველი წარმავალი დღით ჩვენი მეხსიერება სულ უფრო და უფრო ნაკლებ საიმედო ხდება. შორიდან რომ ვუყურებთ, სიცოცხლე მისთვის დამახასიათებელ კონკრეტულობას მოკლებული წარმოგვიდგება. ყველა დევნილი სულით დევნილი არ არის. კანონები მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით იქმნება - როცა ჩვენი სურვილები ზომიერების საზღვრების სცილდება, აღვირი უნდა ამოგვდონ. თუ ზომიერებას დავიცავთ, კანონი არ დაგვჭირდება. წერის დროს ყოველნაირი სიცოცხლე სადღაც ქრება, მისი დაჭერა მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია. მდუმარე ცხოვრება ვეშაპთა არსებობას ემსგავსება, სხეულის ამ უზარმაზარი კოშკებისა, ერთმანეთისაგან ძალიან შორ-შორს რომ ცურავენ, ან ობობებისას, საკუთარ ქსელში მარტოდმარტონი რომ ჩამსხდარან და იგი მთელი სამყარო ჰგონიათ. რასაც ცხოვრებაში ვღებულობთ, მოთხრობაში მიუღებელი რჩებ...