Posts

Showing posts from December, 2012

რაფაელი - დიდი მაესტრო 1483-1520

Image
„ის, ვისაც რაფაელის დარი ნიჭი აქვს, უბრალო, მარტივი ადამიანი არ არის, ის მოკვდავი ღმერთია; მათ, ვინც ამქვეყნად წარუშლელ კვალსა და ღირსეულ სახელს ტოვებენ, იმედი ჰქონდეთ, რომ ზეცაში დაფასდება მათი ნაღვაწი“ - ჯორჯო ვაზარი „მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოსწონთ რაფაელის ნახატები პირველად ნახვისა, აიხსნება იმით, რომ რაფაელისეული მშვენიერება უფრო გონებისმიერია, ვიდრე თვალებისმიერი. ეს მშვენიერება პირველად ნახვისთანავე მაშინ აღიქმება, როცა მის ინტელექტს ჩასწვდები“ - ანტონ რაფაელ მენგსი „რაფაელის ყველაზე მარტივ ნაგებობებში, ისევე, როგორც სიცოცხლითა და მოძრაობით აღსავსე არაერთ დიდებულ კომპოზიციაში, მისი სული ტრიალებს და ისეთ ჰარმონიას ქმნის, რომელიც გიპყრობს და გაჯადოებს“ - ეჟენ დელაკრუა „რაფაელის დიდი უპირატესობა მომდინარეობს გრძნობათა პირადულობისგან, რომელსაც მის არსებაში თითქოს სურს დაამსხვრიოს ფორმა. მისთვის ფორმა არის ის, რაც ჩვენთვის საშუალება აზრებისა და გრძნობების გადმოსაცემად: პოეზია, ფართო გაგებით“ - ონორე დე ბალზაკი „რაფაელმა ანდერძი შეადგინა და როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა...

პლატონი - სახელმწიფო

Image
          განა შეიძლება დაარწმუნო ისინი, ვინც ყურს არ გათხოვებთ? ძნელი ასატანია სიბერე: სიღარიბეში თვით თვინიერ კაცსაც კი უბედურებად მიაჩნია სიბერე, ხოლო უკეთურს სიმდიდრეც ვერ შეუმსუბუქებს სიბერის ტვირთს.  - არ გეტყობა, ფულის დიდი ტრფიალი იყო; იგივე ითქმის ყველა იმ კაცზეც, ვისაც თვითონ არ მოუხვეჭავს თავისი ავლადიდება. ხოლო ვინც თავისი გერგილიანობით მოაქუჩა სიმდიდრე, ორმაგად ეტრფის და თავს დაჰკანკალებს მას. როგორც პოეტებს უყვართ თავიანთი ქმნილებები, მამებს კი - შვილები, შეძლებულებსაც მზე და მთვარე ამოსდით ფულზე, მაგრამ სხვებივით მხოლოდ იმიტომ კი არ ეტრფიან მას, რომ ფული საჭიროა, არამედ იმიტომაც, რომ თავიანთ ქმნილებად მიაჩნიათ იგი. ასეთ ხალხთან ურთიერთობა ძნელი საქმეა: არაფერი არ მოსწონთ, სიმდიდრის გარდა. - რა უნდა მიმესაჯა, გარდა იმისა, რასაც იმსახურებს უვიცი? ხოლო ეს უკანასკნელი ღირსია იმისა, რომ მცოდნისაგან ისწავლოს. აი სასჯელი.  ყოველი ხელისუფლება ცდილობს მისთვის ხელსაყრელი კანონები ჰქონდეს: დემოკრატია დემოკრატიულ კანონებს აქვე...

ლეონარდო და ვინჩი | Leonardo da Vinci | Vitruvian Man

Image
„ მხატვრის გონება უნდა გახდეს შუამავალი მასასა და ბუნებას შორის [...] ეს არის წესთა წესი, რომელსაც აუცილებლად უნდა მისდიონ იმ ადამიანებმა, ვინც აკვირდება ბუნების მოვლენებს: თუ ბუნება იწყებს მიზეზთა ძიებით, რათა დაამთავროს ექსპერიმენტით, ჩვენ საპირისპირო გზას უნდა გავყვეთ: დავიწყოთ ექსპერიმენტით და მასზე დაყრდნობით გამოვიკვლიოთ მიზეზი. კარგ მხატვარს ორი რამ აქვს დასახატი: ადამიანი და მისი სულის მოძრაობა. პირველის დახატვა ადვილია, მეორესი - არა, რადგან სხეულის პოზის მიღმა უნდა ჩანდეს სული [...] ფიგურა არაფერს ნიშნავს, თუ მასში არ ჩანს მოძრაობა სულისა და გრძნობებისა“ - ლეონარდო და ვინჩი

პერიკლეს სიტყვა გმირი მეომრების დაკრძალვაზე

Image
„ჩემამდე აქ გამოსულთა უმრავლესობა აქებდა დაღუპულთა საფლავთან მათ პატივსაცემად სიტყვის წარმოთქმის წესს, რადგან გვმართებს პატივი მივაგოთ ბრძოლაში დაცემულთ. მე კი ვამჯობინებდი, იმ მოქალაქეებს, ვინც საქმით გამოიჩინა გმირობა, საქმითვე მივაგოთ პატივი და მათი გმირობის შეფასება არ იყოს გამომსვლელის მჭერმეტყველებაზე დამოკიდებული. მართლაც, ძნელია იპოვნო შესაფერისი სიტყვები იქ, სადაც რთულია მსმენელი ნათქვამისადმი ნდობით განაწყო. მოვლენებში გარკვეულ და თანაგრძნობით განწყობილ ათენელს სიტყვა სუსტად მოეჩვენება იმასთან შედარებით, რაც იცის და რისი მოსმენაც სურს. უცხო კი როცა იმას მოისმენს, რასაც თვითონ ვერ ჩაიდენდა, შურით აღივსება და გმირობას გადაჭარბებულად მიიჩნევს. მაგრამ, რადგან ჩვენს წინაპრებს ეს ჩვეულება დაუდგენიათ, მეც დავემორჩილები და ვეცდები თითოეული მსმენელის სურვილისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. დავიწყებ წინაპრებით. ჩვენ გვმართებს მათი მოგონება. ისინი ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ოდითგანვე და თავიანთი გმირობით იგი დღევანდლამდე შემოგვინახეს. კიდევ მეტი ქების ღირსი არიან ჩვენი მამები, რომ...

ალბერხტ დიურერი - ნიურნბერგელი ჯადოქარი 1471-1528

Image
„მე ალბრეხტ დიურერი ვარ, ნიურნბერგელი, დავხატე ჩემი თავი მარადიული საღებავებით“ „მახსენდება გონებითა და კეთილი საქმეებით გამორჩეული მხატვარი ალბრეხტ დიურერი. როგორც ამბობდა, ახალგაზრდობაში მკვეთრი და მრავალფიგურიანი სურათები მოსწონდა, სიმწიფის ხანაში - ნახატების მრავალფეროვნება, ხანში რომ შევიდა, ბუნებას მიუბრუნდა და მისი ჭეშმარიტი სილამაზის გადმოცემა დაიწყო. გაიგო, რომ უბრალოება ხელოვნების უმაღლესი მშვენებაა“ - ფილი მელანხტონი „დიურერს რისი გამოხატვა არ შეუძლია ერთი ფერით, უფრო სწორად, შავი შტრიხებით-ჩრდილი, სინათლე, ბრწყინვალება, სიღრმე და ზედაპირულობა, რისი წყალობითაც ყველფერი წარდგება მნახველის წინაშე“ - ერაზმ როტერდამელი „ძალიან მეტყველი სახე ჰქონდა, თვალები და ცხვირი კეთილშობილი ფორმისა, მაღალი ყელი... მეტყველებდა ისე კეთილხმოვნად და გონებამახვილურად, რომ ისე საწყენი არაფერი იყო მსმენელისთვის, როგორც საუბრის დასრულება. მაგრამ ბუნებამ ის უპირველეს ყოვლისა ფერწერისთვის შექმნა“ - იოაკიმ კამერარი „დიურერი არასდროს თვლიდა, რომ ცხოვრებით ტკბობა და მხიარულება შეუთავსებელი იყო...

სერგეი დოვლატოვი - ჩემოდანი

Image
ციხის მერე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ადამიანების დაყოფა ორ კატეგორიად შეიძლება. ისინი, რომლებიც კითხვებს სვამენ და ისინი, რომლებიც პასუხობენ. ერთნი, რომლებიც გამუდმებით კითხვებს იძლევიან და მეორენი, რომლებიც პასუხად გაღიზიანებულები იჭმუხნებიან. ადამიანების უმრავლესობას გადაუჭრელად მიაჩნია ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ხელს არ აძლევს. ჰოდა, გაუთავებლად სვამენ კითხვებს, თუმცა მართებულ პასუხებს არც მოითხოვენ... დავრწმუნდი, რომ ღატაკი შეყვარებულის ყოველი აზრი დანაშაულებრივია. ფულს ყოველთვის აგდებული ტონით ვითხოვდი, რომ ადამიანებისთვის უარის თქმა გამეადვილებინა. დაბადებამდე უფსკრულია. სიკვდილის მერეც უფსკრულია. ჩვენი ცხოვრება ქვიშის მარცვალია უსასრულობის ოკეანეში. ასე რომ, შევეცადოთ, ეს წამი მაინც არ დავამძიმოთ სევდითა და მოწყენილობით! შევეცადოთ, გული მოვიოხოთ. ჭაპანი კი საშუალო ადამიანებმა გასწიონ, მით უმეტეს, რომ ისინი არასდროს სჩადიან გმირობას. უფრო მეტიც - არც დანაშაულს სჩადიან. რა ღუპავს ბრიყვს? მშვენიერებისკენ ლტოლვა. ალბათ, იოლად ნაშოვნ ფულს რაღაცნაირი საზიზღარი...

პაბლო პიკასო | Pablo Picasso | The Weeping Woman

Image
"Everything you can imagine is real" —  Pablo Picasso

უმანკოების მუზეუმი | The Museum of Innocence

Image
„უმანკოების მუზეუმში“ დარაჯებს კოლექციისა და ფუსუნის გემოვნების შესაფერისად მუქი ყავისფერი კოსტუმი, შიგნით კი ვარდისფერი პერანგი უნდა ეცვათ. მათი ჰალსტუხები სპეციალური დაკვეთით დამზადდება და ზედ ფისუნის საყურეები იქნება გამოსახული. ჩემს მუზეუმში მცველები არავითარ შემთხვევაში არ მსიცემენ შენიშვნას საღეჭრეზინიან დამთვალიერებლებსა და წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. „უმანკოების მუზეუმი“ ყოველთვის ღია იქნება იმ შეყვარებულებისთვის, რომლებსაც საკოცნელად ადგილი ვერ უპოვიათ. მუზეუმის არსი ის არის, რომ საგამოფენო დარბაზის, ყველა ექსპონატისა და ვიტრინის თავიდან ბოლომდე ნახვა და აღქმა შეგეძლოს. თუკი დამთვალიერებელი ნებისმიერი წერტილიდან დაინახავს ყველა ექსპონატს, ანუ მთელ ჩემს თავგადასავალს, იგი დროის შეგრძნებას დაკარგავს. ეს არის ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი მანუგეშებელი. გულით შექმნილი საუკეთესო მუზეუმები იმიტომ კი არ გვედება მალამოდ, რომ ძველ ნივთებს ვხედავთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი დროის შეგრძნებას გვაკარგვინებენ. ჩვენი წიგნის მკითხველისათვის მუზეუმში ერთჯერადი შემოსვლა უფასო უნ...

ანდრე ბრეტონი - სიურრეალიზმის მანიფესტი

Image
... მხოლოდ წარმოსახვაში შემიძლია წარმოვიგინო ის, რაც შეიძლება მოხდეს და ეს საკმარისია, რომ ნაწილობრივ მაინც დავუჯერო წარმოსახვას და არ მეშინოდეს, რომ მოვტყუვდები. მოკალათდით რომელიმე კუთხეში, სადაც თქვენი აზრი შეძლებს ყურადღების კონცენტრირებას თავის თავზე. მოითხოვეთ მოგიტანონ საწერი მოწყობილობა. მოდუნდით და მოეშვით, როგორც შეგიძლიათ... დაივიწყეთ თქვენი გენიალობა და ნიჭი... უთხარით თქვენ თავს, რომ ლიტერატურა – ყველაზე სევდიანი გზაა, რომელმაც შესაძლებელია სადღაც მიგიყვანოს. დაიწყეთ ჩქარი წერა, ყოველგვარი წინასწარ დაგეგმილი თემის გარეშე – წერეთ იმდენად ჩქარა, რომ ვერ დაიმახსოვროთ და არ გადაიკითხოთ ნაწერი...

ორჰან ფამუქი - უმანკოების მუზეუმი

Image
რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა. რომ მცოდნოდა კიდეც, შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამინის სისოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა? ღმერთს ვერავინ მოატყუებს. სიცოცხლის ქვაკუდთხედი სიყვარულია, სიყვარულის საფუძველი კი ღმერთის სიყვარულია. ქვეყანა მაშინაა მშვენიერი, როცა მას, ვინც ძალიან გიყვარს, უანგაროდ მივუძღვნით ჩვენთვის უძვირფასეს რამეს. ადამიანი მხოლოდ იმასთან ცრუობს, ვისი დაკარგვისაც ძალიან ეშინია. სიყვარულში პირველად ის გამომიტყდა, ამიტომ ჩემს საპასუხო სასიყვარულო სიტყვებში უკვე შეიგრძნობოდა თანაგრძნობის, პატივისცემისა და ცოტა იმიტაციის მსგავსი რამ. ჩვენი კოცნა და მოფერება ბუნებრივი იყო და მხოლოდ „იმ წუთის“ ძალას ემორჩილებოდა. ძალიან ძნელი მისახვედრია, ესა თუ ის გაელვება ცხოვრებაში რომ საუკეთესოა. ხშირად ამბობენ კიდეც, ეს საოცარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყოო. ზოგჯერ ხმამაღლა თქმა ერიდ...