სერგეი დოვლატოვი - ჩემოდანი

ციხის მერე ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

ადამიანების დაყოფა ორ კატეგორიად შეიძლება. ისინი, რომლებიც კითხვებს სვამენ და ისინი, რომლებიც პასუხობენ. ერთნი, რომლებიც გამუდმებით კითხვებს იძლევიან და მეორენი, რომლებიც პასუხად გაღიზიანებულები იჭმუხნებიან.

ადამიანების უმრავლესობას გადაუჭრელად მიაჩნია ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ხელს არ აძლევს. ჰოდა, გაუთავებლად სვამენ კითხვებს, თუმცა მართებულ პასუხებს არც მოითხოვენ...



დავრწმუნდი, რომ ღატაკი შეყვარებულის ყოველი აზრი დანაშაულებრივია.

ფულს ყოველთვის აგდებული ტონით ვითხოვდი, რომ ადამიანებისთვის უარის თქმა გამეადვილებინა.

დაბადებამდე უფსკრულია. სიკვდილის მერეც უფსკრულია. ჩვენი ცხოვრება ქვიშის მარცვალია უსასრულობის ოკეანეში. ასე რომ, შევეცადოთ, ეს წამი მაინც არ დავამძიმოთ სევდითა და მოწყენილობით! შევეცადოთ, გული მოვიოხოთ. ჭაპანი კი საშუალო ადამიანებმა გასწიონ, მით უმეტეს, რომ ისინი არასდროს სჩადიან გმირობას. უფრო მეტიც - არც დანაშაულს სჩადიან.

რა ღუპავს ბრიყვს? მშვენიერებისკენ ლტოლვა.

ალბათ, იოლად ნაშოვნ ფულს რაღაცნაირი საზიზღარი ძალა აქვს.

ადამიანი, რომელიც გამუდმებით იძლევა კითხვებს, პასუხების გაცემაც უნდა ისწავლოს...

როცა მაღალი ხელფასი გაქვს, შეგიძლია ისეთი ფუფუნების უფლება მისცე თავს, როგორიც გულკეთილობაა.

ვიცი, რომ თავისუფლება ფილოსოფიური ცნებაა. მე ეს არ მაინტერესებს. მონებს ხომ ფილოსოფია არ აინტერესებთ! წახვიდე ნებისმიერ ადგილას - აი, რა არის თავისუფლება!...

ინტელიგენტობა მაშინაც ბევრ რამეში მიშლიდა ხელს, როცა კრივით ვიყავი გატაცებული.

ანდრიუშა გამოჩენილი კაცის შვილი იყო. მამაჩემი მხოლოდ სიგამხდრით გამოირჩეოდა.

მსახურებს იმაზე მეტად უყვართ აუტანელი ბატონები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. და, რაღა თქმა უნდა, უფრო მეტადაც, ვიდრე საკუთარი თავი.

ჩემი მეგობრები აშინებდნენ და ანერვიულებდნენ ანდრიუშას. ყოველ მათგანს მუდამ რაღც ემუქრებოდა. ყველა თვითდამკვიდრების ერთადერთ ფორმას ცნობდა - კონფრონტაციას.

დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს. განადგურებული ადამიანები ტყუპებივით გამოიყურებიან.

მინდა, ყველამ თავი დამანებოს...

სამჯერ საერთოდ არ მიმიღია არჩვნებში მონაწილეობა. სხვათა შორის, არა დისიდენტური მოსაზრებების გამო. უბრალოდ, ვერ ვიტანდი უაზრო ქმედებას.

კაპიკია რუსი ინტელიგენტის ფასი, თუკი ციხეში არ მჯდარა...

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2009

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში