ჯეკ კერუაკი - გზაზე
იცოდა, გაიძვერობა რომ არა, ზედ არავინ შეხედავდა. აზრზე ხარ, რამდენი რამის გაკეთება და რამდენი რამის დაწერა შეიძლება?! მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ. ხომ იცით, ავტოსტოპის ყველაზე დიდი უბედურება იძულებით ლაპარაკია. უამრავ ხალხთან გიხდება მუსაიფი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იფიქრონ - ეს რა შეცდომა დავუშვი, ეს რამ ჩამასმევინაო. გინდა-არ გინდა, მათი გამრთობი ხდები, რაც ძალიან დამღლელი რამაა, მით უმეტეს, თუ ღამის გასათევად სასტუმროში გაჩერებას არ აპირებ და შეუსვენებლად უნდა იარო. ცხოვრება წმინდა რამ არის, მისი ყოველი წუთი ძვირფასია. ესეც შენი ამერიკა. ყველა იმას აკეთებს, რაც მიაჩნია, რომ ვალდებულია, გააკეთოს. ...