ევროპის ნაპირი - Where Europe Overlaps


ევროპის ნაპირი ერთგვარი მცდელობაა უპასუხოს შეკითხვას, სად არის საქართველო, ევროპასა თუ აზიაში.მისი მიზანია დააფიქროს ქართული საზოგადოება იმ ფასეულობებზე, რომლებიც გაგვაჩნია, და ამასთანავე ევროპელ დამთვალიერებელს გააცნოს საქართველო, როგორც ევროპული კულტურის მატარებელი ქვეყანა.

გამოფენა აერთიანებს თანამედროვე ხელოვნების იმ ნამუშევრებს, რომლებშიც იკვეთება ეს კულტურული ღირებულებები და ამგვარად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ევროპის ნაპირს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის თავშესაყარს. გამოფენა მრავალდარგოვანა და აერთიანებს კინოს, ლიტერატურის, ფოტოს, მუსიკისა და მხატვრობის ნიმუშებს.

გურამ წიბახაშვილი - “მამის მოყოლილი ამბები ვენაზე”











კოტე სულაბერიძე - “ვენის არდადეგები”, 2012 წ.





ვახო ბუღაძე - “საზღვარი”,2012 წ.





კარლო კაჭარავა გამოფენაზე - გურამ წიბახაშვილი, 1988 წ.


კარლო კაჭარავას ინტერვიუ ვოლფგანგ ფლაცთან

კ.კ.: შენთვის თბილისი უფრო დასავლეთია თუ უფრო აღმოსავლეთი?

ვ.ფ.: მე შემიძლია ვთქვა - მენტალიტეტი აღმოსავლურია, მაგრამ საქართველოს ისტორია და მისი მრავალსაუკუნოვანი ორიენტაცია - უფრო დასავლურია. მოსკოვისგან განსხვავებით, აქ არ ხდებოდა პრობლემების ცენტრალიზაცია - აქ ყველაფერი გახსნილია. ამის ნიშანია იმ ჯგუფის შემოქმედება, რომელიც მე მაინტერესებს: (საუბარია ქართველი მხატვრების ერთ ჯგუფზე: გ.რიგვავა, ა.რამიშვილი, ნ.ცეცხლაძე, მ.ჯაფარიძე, ქ.კაპანაძე, ო. ტიმჩენკო) მათ გაცილებით მეტი აქვთ საერთო დასავლეთის პრობლემატიკასთან, ვიდრე მოსკოვურ კულტურასთან. მოსკოვის ხელოვნება კი დასავლეთისათვის ძირითადად მხოლოდ ეგზოტიკაა. 

ქართული ხელოვნებისადმი მეტია კრიტიკული მიდგომა, იმის გამოც, რომ დასავლეთს უფრო თავისად, თავისთან ახლოს მიაჩნია ქართული კულტურა. 

საზღვრები რომ გაიხსნას, მოსკოვური კულტურის პოპულარობას ბოლო მოეღება. თბილისური კულტურა კი უფრო ღრმაა - თბილისელი ნორმალური, რიგითი მხატვარი უფრო საინტერესოა, ვიდრე მოსკოველი გამოჩენილი მხატვარი. 

„ლიტერატურა და ხელოვნება“, 1990

კარლო კაჭარავა - “უსათაურო”, 1988 წ.
გალაკტიონ ტაბიძე, უბის წიგნაკი



გუდიაშვილის ქუჩა, უცნობი ავტორი


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში