Posts

Showing posts from April, 2013

ინტერვიუ საკუთარ თავთან - ჯიმ მორისონი

Image
მგონია, რომ ინტერვიუ ხელოვნების ახალი ფორმაა, საკუთარ თავთან ინტერვიუ კი - შემოქმედობითობის არსი. კითხვების დასმა შენი თავისთვის პასუხების პოვნის მცდელობაა. მწერალი უბრალოდ პასუხობს უსასრულო კითხვების სერიებს. ეს იგივეა, რაც სასამართლოს მოწმის ადგილიდან პასუხების გაცემა. ეს ის უცხო არეა, სადაც ცდილობ და არკვევ რაღაცას, რაც წარსულში მოხდა და პატიოსნად ცდილობ გახსოვდეს, რას ცდილობდი. ეს არის გონების უმაღლესი დონის ვარჯიში. ინტერვიუ ხანდახან იმის საშუალებასაც მოგცემს, რომ საკუთარი გონება კითხვებით დაიმშვიდო, რაც ჩემთვის ხელოვნების არსს წარმოადგენს. ინტერვიუ ასევე შეგაძლებინებს სცადო და თავიდან მოიცილო ყველაფერი მხოლოდ შენი, საკუთარი. ამისთვის ის მკაფიოდ, ფაქიზად, აზრთან მიახლოებით უნდა გადმოსცე... და არავითარი მასხარაობა. ინტერვიუს წინა ფორმები იყო აღსარება, დებატები და ჯვარედინი დაკითხვა. ერთხელ რომ იტყვი რამეს, სიტყვასიტყვით ვეღარ გაიმეორებ. გვიანი იქნება. ეს ძალიან ეგზისტენციალური მომენტია. თითქოს სრულიად ვემორჩილები ხელოვნებისა და ლიტერატურის თამაშებს; ჩემი გმირები მხატვრები და...

Ryūnosuke Akutagawa about Paul Gauguin

Image
პოლ გოგენი - ავტოპორტრეტი, 1891 წ. " ეს კი წმინდა სტრინდბერგის მეგობარი ფრანგი მხატვარია. მან თავისი მრავალშვილიანი ცოლი მიატოვა და თოთხმეტი წლის ტაიტელი გოგონა შეირთო... მის დაბერილ ძარღვებში მეზღვაურის სისხლი ჩქეფდა. ერთი მის ტუჩებს შეხედეთ, ისინი თითქოს დარიშხანს თუ რაღაც მის მსგავს ნივთიერებას დაუჭამია" - რიუნოსკე აკუტაგავა , "წყლის კაცების ქვეყანაში", 1927წ.

რიუნოსკე აკუტაგავა - წყლის კაცების ქვეყანაში

Image
როცა ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ჩვენ, ადამიანები, საკვირველად სულელურ რამეებზე ვფიქრობთ. ჩვენ დიახაც სერიოზულად ვეპყრობით ჰუმანიზმისა და სამართლიანობის ცნებებს, ხოლო კაპები ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილით იფხრიწებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, იუმორი ჩვენ და კაპებს სრულიად განსხვავებულად გვესმის. ჩაკმა მიამბო, (კაპებში) ისეთი ჩვილიც გამოერია, რომელმაც ოცდაექვსი დღისამ ლექცია წაიკითხა თემაზე: „არის თუ არა ღმერთი" თუმცა, დაუმატა ჩაკმა, ეს ჩვილი ორი თვის ასაკში მოკვდაო. ტოკი ხშირად და ბევრს მიყვებოდა კაპების ცხოვრებასა და ხელოვნებაზე. მისი აზრით, ჩვეულებრივი კაპას ცხოვრებაზე უაზრო არაფერია. ტოკს ხელოვნებაზედაც თავისი ორიგინალური აზრი აქვს. დარწმუნებულია, რომ ხელოვნება არავითარ გავლენას არ ექვემდებარება, რომ ის ხელოვნებაა ხელოვნებისათვის, ისე რომ, მხატვარი ვალდებულია, პირველ რიგში იყოს ზეკაცი, სიკეთისა და ბოროტების საზღვარს რომ გადააბიჯა. დიახ, უველა მისი გამოსვლა მთლიანად სიცრუეა, მაგრამ ვინაიდან ყველამ იცის, რომ მისი გამოსვლები სუცრუეა, მაშინ საბოლოო ჯამში ეს იგივეა, თითქოს...

ორჰან ფამუქი - მამაჩემის ჩემოდანი

Image
2006 წლის  7 დეკემბერს, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე ორჰან ფამუქის მიერ წარმოთქმული სიტყვა გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, მამაჩემმა თავისი ნაწერებით, ხელნაწერებითა და რვეულებით სავსე პატარა ჩემოდანი გადმომცა და ჩვეული იუმორითა და ირონიით, უმალვე მოაყოლა, რომ სურდა, მას მერე წამეკითხა, ის რომ აღარ იქნებოდა, ანუ მისი გარადაცვალების შემდეგ. – „მიდი, ერთი, გადახედე" – თქვა ცოტა არ იყოს დარცხვენილმა – "ეგებ, რამე სასარგებლო აღმოაჩინო, შეარჩიო და ჩემს შემდეგ გამოაქვეყნო". ჩემს სამუშაო ოთახში, წიგნების გარემოცვაში ვსაუბრობდით. თითქოს, მტკივნეული, რაღაც ძალზე ინტიმური ტვირთისგან ეწადა განთავისუფლება, არ იცოდა სად დაედო და ოთახს თვალი მიმოავლო. მერე კი, ჩემოდანი, აქამდე რომ ხელში ეკავა, თვალისგან მოფარებულ ერთ კუთხეში ფრთხილად დადო. როგორც კი უხერხულობის ორივესთვის დაუვიწყარი წუთები გასრულდა, ჩვენს როლებს, კიდევ უფრო თავქარიან, სასაცილო, სარკასტულ ცხოვრებისეულ პერსონაჟებს დავუბრუნდით და ამოვისუნთქეთ. ამინდზე, წყალზე, ცხოვრებაზე, თურქე...

კობო აბე - ქალი ქვიშაში

Image
ბავშვი დაუკმაყოფილებელი სურვილის საზღაურად სიამოვნებით არჭობს ქინძისთავს დაღუპულ მწერს, რომელიც ისედაც ვერსად გაიქცევა და თუ მან მოწიფულობაში ამგვარი რამ არ მიატოვა, ეს უეჭველი ნიშანი იქნება იმისა, რომ ავადმყოფური მდგომარეობა გაუუარესდა. ზოგ კოლექციონერს საკუთარი ქილების კალიუმციანიდი უფრო იზიდავს, ვიდრე თვით კოლექციის შეგროვება და ვერაფრით ვერ ეხსნება ამ ამბავს. ზღვა ნაპირის ქვიშას ლოკავდა. ქვიშამ დასვენება არ იცის. იგი შეუმჩნევლად, მაგრამ შეუპოვრად იტაცებს და შლის მიწას... ქვიშის უნაყოფობა, როგორიცაა იგი ჩვეულებრივ, აიხსნება არა სიმშრალით, არამედ უწყვეტი მოძრაობით, რასაც ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ გაუძლებს. რარიგ ჰგავს ეს უხალისო ცხოვრებას ადამიანებისას, რომელნიც განუწყვეტლივ ებღაუჭებიან ერთმანეთს. დამსხვრეული თეთრი ტალღები დიუნს ძირს უღრღნიდნენ. ყველაფერი ხომ გუნება განწყობაზეა დამოკდებული. იქნებ სწორედ ფორმის უქონლობაა ძალის უმაღლესი გამოვლინება?... ქალი ქვიშით მოვარაყებულ ქანდაკებას ჰგავდა. ქვიშადაფრქვეული ქალის ცქერა საამოა, მაგრამ შეხება საეჭვოა სასიამოვნ...