Posts

Showing posts from June, 2013

კარლო კაჭარავა 1964-1994

Image
კარლო კაჭარავა – XX საუკუნის ქართული ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და თეორეტიკოსი, რომელმაც პირველმა დაიწყო ქართული ხელოვნების კვლევა თანადროული დასავლეთევროპული ხელოვნების კონტექსტში. 1981–1986 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობა 1990 წლიდან ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი 1997 წელს ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია

დიანა იანსე - ავღანური დღიურები

Image
"ეს ჩემი ისტორიის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია. ეს წიგნი ნაწილობრივ რეპორტაჟების კრებულია – დღიური. ჩემი ჩანაწერები ნამდვილია და ნამდვილი ადამიანების ისტორიებს გიამბობთ... ჩემი მიზანი იმის გადმოცემაა, რასაც თავად ვხედავდი, განვიცდიდი, მესმოდა, ვგრძნობდი, ვფიქრობდი – მცირე ნაწილი იმისა, რასაც ავღანეთიდან წამოსვლიდან ორი წლის შემდეგაც კი გულით ვატარებ. ამ პერიოდმა ჩემი სამყარო უფრო დიდი და ღირებული გახადა და მოვლენების ჩემეული ხედვა, ჩემი სამუშაო, ჩემი მეგობრები და კავშირები რადიკალურად შეცვალა. და თუკი ამან რამდენადმე უფრო პრეტენზიული გამხადა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მკითხველი ამასაც ისევე მაპატიებს, როგორც იმას, თუკი ჩემი წიგნით ან მასში აღწერილი რომელიმე ეპიზოდით შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს" - დიანა იანსე დიპლომატის კარიერაზე ოცნება 1990-იან წლებში მოსკოვის ერთ-ერთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში დავიწყე და ავღანეთში გამგზავრებამდე მასში ეჭვი არასდროს შემიტანია, ავღანეთში ჩამოსვლის პირველივე დღიდან კი საკუთარმა არჩევანმა დამაფიქრა და მოუსვენრობამ შემიპყრო. ეს ნამდვილ...

უმბერტო ეკო - ვარდის სახელი

Image
„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. რომანი ქართულ ენაზე ხათუნა ცხადაძემ თარგმნა. წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა. გამოცმელობა „დიოგენე“, 2011, 2012 წელი მმართველთა ძიძგილაობით დაფლეთილი ქრისტიანობის წმინდა ქალაქი ცირკად, საროსკიპოდ გადაიქცა; რესპუბლიკა ერქვა, მაგრამ შეიარაღებული ბანდებისაგან გათელილს, გაძარცულსა და გაუპატიურებულს რესპუბლიკისა აღარაფერი ეცხო. მამა უილიამი ხელებით ფიქრობდა, მე კი ეს ხელოს...

ორჰან ფამუქი – სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი (ფოტოები წიგნიდან)

Image
"ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც" - ორჰან ფამუქი – სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი

სახალხო მოედნის მოგონებები | ორჰან ფამუქი

Image
გასულ კვირას, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ქუჩებში პოლიციის წინააღმდეგ მებრძოლი, ცრემლსადენი გაზებით დახუთული მამაცი ადამიანების უკეთ გასაგებად, მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც პირადად გადამხდა.  ჩემს მემუარულ წიგნში “სტამბოლი”, მოყოლილი მაქვს თუ როგორ ცხოვრობდა ჩემი ოჯახი ფამუქების კორპუსში, ნიშანთაშში.  ჩვენი ბინის წინ 50 წლის წაბლის ხე იდგა, რომელიც საბედნიეროდ კვლავაც იქ დგას. 1957 წელს, მუნიციპალიტეტმა ქუჩის გაფართოების მიზნით მისი მოჭრა გადაწყვიტა. თავხედი ბიუროკრატები და ავტორიტარი ჩინოვნიკები სამეზობლოს წინააღმდეგობას ყურადღებას არ აქცევდნენ. როდესაც ხის მოჭრის დრო დადგა, ჩვენმა ოჯახმა მთელი დღე-ღამე ქუჩაში გაატარა, სადაც რიგრიგობით ვდარაჯობდით წაბლის ხეს. ამ გზით ჩვენ არა მხოლოდ ხე გადავარჩინეთ მოჭრას, არამედ მთელი ეს ამბები სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებთ და ყველას გვაერთიანებს. დღეს, ტაქსიმის მოედანი ის სტამბოლის წაბლის ხეა. 60 წელია სტამბოლში ვცხოვრობ და ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს თუნ...