Posts

Showing posts from February, 2014

ელის და მარტინ პროვენსენების ილუსტრირებული ილიადა და ოდისეა

Image
1956 წელს, ახალგაზრდა მკითხვევლთათვის ადაპტირებული ნაწარმოებიბსთვის: „ილიადა“ და „ოდისეა“, ცოლ-ქმარმა ელის და მარტინ პროვენსენებმა ილუსტრაციების სერია შექმნეს.

უილიამ ბლეიკის მიერ ილუსტრირებული ჯონ მილტონის - დაკარგული სამოთხე

Image
Satan Arousing the Rebel Angels უილიამ ბლეიკის მიერ 1807, 1808 და 1822 წლებში ჯონ მილტონის წიგნისთვის - „დაკარგული სამოთხე“ შექმნილი ილუსტრაციები. Satan, Sin, and Death Satan Comes to the Gates of Hell The Expulsion of Adam and Eve from the Garden of Eden The Rout of the Rebel Angels Satan Watching the Endearments of Adam and Eve Adam and Eve Asleep Satan Spying on Adam and Eve's Descent into Paradise Raphael Warns Adam and Eve  The Temptation and Fall of Eve

ირაკლი ჩარკვიანი - მეფე ირაკლის ლექსები | საქართველო | როცა მე წავალ | ავტოპორტრეტი | წერილი პლატონს

Image
საქართველო მოვიდა დრო, რომ კიდევ ერთხელ მეორიო თავს. მე გაძლევ ფიც,ს რომ სიყვარული კინოს აღარ ჰგავს. ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს. მე მოგცემ ძალას, მოერიო დაჟანგებულ ფრთებს. ხომ ხედავ შენი გაბზარული გული ჩემით ცემს. შენ იცი სიყვარული, აზრი აღარა აქვს წლებს. მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ ჰგავს. მე აღარ წავა, ისევ მოგაბეზრებ თავს. მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ. მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს. ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას. მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას! ჩვენს განშორებას, როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს. დრო იტყვის ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა, თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ, რომ ვქნა! და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს... ჩვენ მოვიგებთ ომს! როცა მე წავალ ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება, მეწამული მზის წვა, მდუმარება... ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად მე მარტო წავალ! ...

მეთ კიშის ილუსტრირებული - მობი დიკი

Image
ყოველთვის, როცა სახე მომეღრუბლება; როცა სულში ნესტიანი და წვიმიანი ნოემბერი დაიბუდებს; როცა ვამჩნევ, რომ მეკუბოვეთა აბრების თვალიერებას ვიწყებ და ყოველ სამგლოვიარო პროცესიას ავედევნები ხოლმე; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იპოქონდრია ისე წამომივლის, რომ მხოლოდ ჩემი მკაცრი მორალური პრინციპები არ მაძლევს ნებას, ქუჩაში გამოსულმა ყოველ გამვლელს ქუდი მიწაზე დავუნარცხო, ვხვდები, დროა ზღვას მივაშურო და რაც შეიძლება მალე.

Charles Bukowski - Bluebird

Image
Charles Bukowski - Bluebird There's a bluebird in my heart that wants to get out but I'm too tough for him, I say, stay in there, I'm not going to let anybody see you. There's a bluebird in my heart that wants to get out but I pour whiskey on him and inhale cigarette smoke and the whores and the bartenders and the grocery clerks never know that he's in there. There's a bluebird in my heart that wants to get out but I'm too tough for him, I say, stay down, do you want to mess me up? you want to screw up the works? you want to blow my book sales in Europe? There's a bluebird in my heart that wants to get out but I'm too clever, I only let him out at night sometimes when everybody's asleep. I say, I know that you're there, so don't be sad. Then I put him back, but he's singing a little in there, I haven't quite let him die and we sleep together like that with our secret pact and it...

ჰერმან მელვილი - მობი დიკი

Image
დამიძახეთ ისმაილი. ყოველთვის, როცა სახე მომეღრუბლება; როცა სულში ნესტიანი და წვიმიანი ნოემბერი დაიბუდებს; როცა ვამჩნევ, რომ მეკუბოვეთა აბრების თვალიერებას ვიწყებ და ყოველ სამგლოვიარო პროცესიას ავედევნები ხოლმე; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იპოქონდრია ისე წამომივლის, რომ მხოლოდ ჩემი მკაცრი მორალური პრინციპები არ მაძლევს ნებას, ქუჩაში გამოსულმა ყოველ გამვლელს ქუდი მიწაზე დავუნარცხო, ვხვდები, დროა ზღვას მივაშურო და რაც შეიძლება მალე. ...ისინი ხომ ჩვეულებრივი ხელობის ადამიანები არიან, დახლებს მიჯაჭვულნი, სკამებს მილურსმულნი, კანტორის მაგიდებთან წახრილნი, სამუშაო დღეებს მობათქაშებული კედლების ტყვეობაში რომ ატარებენ. მაშ, რა ხდება? განა ხმელეთზე არ არის მწვანე მინდვრები? რას აკეთებენ აქ ეს ადამიანები? დიახ, დიახ, წყალი და ფიქრი რომ საუკუნოდ განუყრელნი არიან, ეს ხომ ყველამ იცის. ერთი მითხარით, რომელი ჩვენგანი არ არის მონა? გადახდის აქტი, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო უსიამოვნო სასჯელია, რომელიც ედემის ბაღის ორმა ქურდმა დაგვატეხა თავს, მაგრამ იმას რა სჯობს, როცა შენ გიხდიან?! უბრალო...

ჰერმან მელვილის წერილი Evert Duyckink-ს

Image
1850 წელს, „მობი-დიკის“ გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჰერმან მელვილმა მის მეგობარს, The New York Literary Journal-ის რედაქტორს, Evert Duyckink-ს წერილი მისწერა, სადაც უყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნიუ-იორკიდან მასაჩუსეტსის სტატში, ბერკშირის მთებში მდებარე ფერმაში გადასვლის შემდეგ. „აქ, სოფელში, ახლა, როცა მიწა თოვლით არის დაფარული ზღვის შეგრძნება მიჩნდება. დილაობით, როცა ვიღვიძებ  ფანჯრიდან ვიყურები, ისევე, როგორც ხომალდის ილუმინატორიდან გავხედავდი ატლანტის ოკეანეს. ჩემი ოთახი გემის კაბინას ჰგავს და ღამ-ღამობით, როცა მეღვიძება და ქარის ზუზუნის ხმა მესმის, წარმოვიდგენ, რომ სახლზე უამრავი აფრაა აღმართული... გაინტერესებს როგორ ვატარებ დროს? - რვა საათზე ვდგები, თავლაში მივდივარ, ჩემს ცხენს მშვიდობიან დილას ვუსურვებ და ვაპურებ. (გულზე მხვდება ცხენს ცივ საკვებს რომ ვაძლევ, მაგრამ ვერაფერს იზამ) შემდეგ ჩემს ძროხას ვსტუმრობ - ერთ ან ორ გოგრას ვუჭრი და ვუყურებ, თუ როგორ შეექცევა, როგორ მშვიდად და წმინდად ამოძრავებს ყბებს. ჩემი საუზმის შემდეგ სამუშაო ოთახში შევდივარ, სანთელს ვან...